ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა. მან სავარაუდოდ ტრავმა მიიღო და ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. თუმცა, საავადმყოფოდან იმ დღესვე გაწერეს.
საავადმყოფოში მოხვედრის შესახებ, ინსტაგრამზე თავად ყოფილმა ტელეწამყვანმა დაწერა.
"ცოტა ინერვიულეს, ცოტა გაუხარდათ კიდეც, მარა ვერ მივართვი ხვალიდან ვდგები", - წერს სალომე ინსტაგრამზე და ვიდეოსაც აქვეყნებს.