01 ოქტომბერი, 2018
მაკა ზამბახიძეს ქმრის დამალვა მობეზრდა და ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა
მომღერალი მაკა ზამბახიძე გასული წლის ოქტომბერში მესამედ გათხოვდა, მისი რჩეული ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია, რომელიც მაკაზე 7 წლით უმცროსი გახლავთ.

მაკა ზამბახიძემ მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ, გადაწყვიტა, პირად ცხოვრებაზე სახალხოდ არასდროს ელაპარაკა და ამ პირობას არც არღვევს, უფრო მეტიც, ის აქამდე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც კი არ აქვეყნებდა.

მიხეილ ჩოხელს მაკა ზამბახიძის მეგობრებთან და თინეიჯერ ქალიშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

Rating

ის "იქს ფაქტორის" კასტინგზე სალომე ჩიტაძეს (მაკას ქალიშვილს) განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა, სალომეს და მიხეილის კარგი ურთიერთობა
მათ კომენტარებშიც ჩანს.

მიხეილ ჩოხელი მეგობრობს მაკას პროდუსერთან კახა მამულაშვილთან და ლელა წურწუმიასთან, ლელა წურწუმიამ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

Rating

როგორც ჩანს, მაკას ქმრის დამალვა მობეზრდა. ბუნებრივია, ცნობილი მანდილოსანი ამას ვერც დამალავდა და გუშინ ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

Rating

ფოტოები მათი მეგობრის ქორწილში არის გადაღებული, სადაც მაკა, მისი ქალიშვილი და ლელა წურწუმია მღეროდნენ კიდეც.
მაკას ქორწილში ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რასაც მისი ინსტაგრამის გამომწერებიც აღნიშნავენ.

Rating

რაც შეეხება თავად მიხეილ ჩოხელს, წითელი ფერი მისი ლუქის შემადგენელი ნაწილიც იყო, კერძოდ - ფეხსაცმელში, რომელსაც წითელი ძირი აქვს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
იზი
როგორ მიყვარდიიი....მეოთხედ აღარ გათხოვდე..
22:40 / 19-07-2019
გამოხმაურება / 0 /
nino
ალბათ იმიტომ რომ უკან უკან მიდის მაკა გემოვნება
03:29 / 14-10-2018
გამოხმაურება / 0 /
სარა
ვაიმე მაკაააა, ცოტა ხანში სათვალავი აგერევა, რა გჭირს
02:48 / 05-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მერი
არაფერი დასამალი არ სჭირს ნუ ეძებთ ინტრიგას შესაფერისი წყვილია გამრავლდით მაკას ძალიან დადებითი გოგოა ბედნიერებას ვუსურვებ ყოველთვის
19:02 / 01-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS