27 სექტემბერი, 2018
თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტს ქალიშვილი შეეძინათ (ფოტო)
მილიონერ თორნიკე ქებურიასა და უმშვენიერეს მოდელს, ქეთი ჟღენტს პირველი შვილი შეეძინათ. მათ გაუჩნდათ გოგონა, რომელსაც წყვილმა კატერინა დაარქვა. 

ახალშობილის ფოტო ინსტაგრამზე ქეთი ჟღენტმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 

ქეთიმ ჩაჩავას კლინიკაში გამთენიისას იმშობიარა და აშკარაა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 

თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა ერთი წლის წინ მოულოდნელად იქორწინეს და კაჭრეთში ქორწილი გადაიხადეს, სადაც პატარძალს ელ სააბის კაბა ეცვა. 

"რეიტინგი" ახალგაზრდა წყვილს ულოცავს პატარა გოგონას დაბადებას. 




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS