როგორც იქნა, გამოვნახე დრო და გავიკეთე.
''საქართველოს ვარსკვლავის'' მონაწილე ნუკა გვალიას ხშირად ნახავთ განსახვავებული იმიჯით, თმის ფერი შეცვლა მისი ჰობი ყოფილა. გარდა ამისა, როგორ ჩანს მოსწონს ტატუები და სხეულზე მრავლადაც აქვს. როგორც გასულ კვირას ''რეიტინგთან'' ინტერვიუში აღნიშნა, გარდა ხელებისა და წელისა, მთელ ზურგზე აპირებდა ტატუს გაკეთებას. მარცხენა ხელზე ასეთი წარწერა აქვს " ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ჩემი ისტორიის ფურცელია'', მარჯვენა ხელზე კი ''ლიჩი'' - ქმრის მეტსახელი აწერია. 
დღეს კი მის ''ფეისბუქის'' გვერდზე ახალი ფოტოები გამოჩნდა,
სადაც ნუკას ზურგი აქვს მოხატული. შევნიშნე თუ არა ეს სიახლე, მაშინვე გადავურეკე და ტატუს მნიშვნელობა ვკითხე:

- ძალიან დიდი ხნის მანძილზე მინდოდა მის გაკეთება, მაგრამ ვერ მოვიცალე, როგორც იქნა, გამოვნახე დრო და გავიკეთე. ჩემს ტატუს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ფოტო ვნახე, სადაც უცხოელ გოგოს სწორედ ეს ჰქონდა გამოსახული, რაც მე დავიხატე ზურგზე, მომეწონა და გადავიტანე, უბრალოდ, ჩრდილები და ''ტრიდე'' დავამეტე. ეს ტატუ მნიშვნელობის გამო არ გამიკეთებია. რამდენადაც ვიცი ამ გამოსახულებას dreamcatcher ჰქვია და სიზმრების მცველს ნიშნავს, ამავდროულად პოზიტივს იზიდავსო, ამბობენ.
- კიდევ აპირებ სადმე ტატუს გაკეთებას?- კი, მაგრამ ჯერჯერობით არა.
ციცი ომანიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის