''არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც იმიტირებულ ''ქრონიკაზე'' ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხა-ფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ... ბოდიში'' - წერს არველაძე.
ყოფილი პოლიტიკოსის სტატუსი ინტერნეტსაიტებმა გამოაქვეყნეს, რასაც არველაძის მისამართით ლანძღვა-გინების კომენტარები მოჰყვა.
''კაცი -
მეუღლის ლანძღვა-გინებას ''ფეისბუქზე'' ალინა არველაძე გამოეხმაურა:
''ყველა მძრეველს, უსაქმურს, წარუმატებელ ბიჭს ვულოცავ ''ფეისბუქის'' არსებობას. ეს საშუალება რომ არ იყოს, თავისი ბირჟის იქით ვერავინ გაიგებდა მაგათ აზრს და ჩემი ქმრის ლანძღვას. სხვათა შორის პირადი შეხვედრის დროს მაგათი აზრი იჭედება ზუსტად იმ ადგილას, რითაც ფიქრობენ ხოლმე'', - წერს ალინა არველაძე.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















