19 თებერვალი, 2014
როგორ ეხმაურება ალინა არველაძე მეუღლის ლანძღვა-გინებას
ყოფილი პოლიტიკოსის სტატუსი ინტერნეტსაიტებმა გამოაქვეყნეს, რასაც არველაძის მისამართით ლანძღვა-გინების კომენტარები მოჰყვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი სტატუსებით გამოეხმაურა. მათ შორის გახლავთ ტელეკომპანია ''იმედის'' ყოფილი დირექტორი გიორგი არველაძე.

''არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც იმიტირებულ ''ქრონიკაზე'' ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხა-ფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ... ბოდიში'' - წერს არველაძე.

ყოფილი პოლიტიკოსის სტატუსი ინტერნეტსაიტებმა გამოაქვეყნეს, რასაც არველაძის მისამართით ლანძღვა-გინების კომენტარები მოჰყვა.

''კაცი -
პროვოკაცია'', ''ყველაზე ნაძირალა კადრი ''ნაციონალურ მოძრაობაში'', ''ვაი, მართლა შენს პატრონს'', ''ცოტა იუმორი რომ გქონდეთ, მიაძახებდით, პრეზიდენტი რომ გაგირბოდა, მაშინ არ გრცხვენოდა-თქო'', ''ეს არაკაცები, ერთუჯრედიანი პარაზიტები, ტკიპებივი ჩაეკვრებიან ხოლმე ხელისუფლებას და წოვენ რაც შეუძლიათ. მერე პირს გააშვებინებენ, მოდგებიან და ერს აგინებენ. დაახვიე, თუ ეს ქვეყანა არ მოგწონს და იცხოვრე უკრაინაში''... - წერენ სოციალურ ქსელში.

მეუღლის ლანძღვა-გინებას ''ფეისბუქზე'' ალინა არველაძე გამოეხმაურა:

''ყველა მძრეველს, უსაქმურს, წარუმატებელ ბიჭს ვულოცავ ''ფეისბუქის'' არსებობას. ეს საშუალება რომ არ იყოს, თავისი ბირჟის იქით ვერავინ გაიგებდა მაგათ აზრს და ჩემი ქმრის ლანძღვას. სხვათა შორის პირადი შეხვედრის დროს მაგათი აზრი იჭედება ზუსტად იმ ადგილას, რითაც ფიქრობენ ხოლმე'', - წერს ალინა არველაძე.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
სალომე
მოკლედ ის მოდელირებული ქრონიკა იყო საშინელი დანაშაული არველაძის მხრიდან!! უპასუხისმგებლობის პიკი! ახლა რაც შეეხება სტატუსს, უხეშად გამოხატა სათქმელი არველაძემ. თორემ კაცმა რომ თქვას აზრი სიმართლეა, 10 წუთში ბანკომტებში ფული აღარ იყო და გარბოდა ხალხი ქვეყნიდან მართლაც- ასეთ ქართველებს ძნელად თუ შევადარებთ იმ უკრაინელების გამბედაობას, პრინციპულობას და ვაჟკაცობას რომლებიც შეუპოვრად დგანან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის უკეთესი (ევროპული) მომავლისათვის! ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე, ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ. და აქვე დავძენ რომ არასწორია უკრაინელე დემონსტრანტების შედარება 26 მაისის დემონსტრანტებთან. უკრაინელებს აერთიანებთ თავისუფლების იდეა, და ქართველებს რა იდეა აერთიანებდათ 26 მაისს, მგონი თვითონ აქციის მონაწილეებმა არ იციან!
09:44 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
alex
ალინა რა ცელქი ხარ გოგო.:-) :-)
02:45 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ალინა ეს საქართველოა, შენ გყავს ქართველი მეუღლე და შვილები, შესაბამისად ესე უცენზურო და ძველბიჭური კომენტარები აკნინებს შენი ოჯახის სახელს და პირველრიგში შენს მეუღლეს აყენებ შეურაცხყოფას.
01:55 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Nეკა
ქმარზე გამოცადე ხო ეგ გაჭედვა ალინა , თუ ბევრ სხვასთან გაგიცრუვდა იმედი?
01:30 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
NENE
ნუ ეხლა... თავისი თავი ხომ უნდა გამოეოჩინა როდესმე და აი, დადგა ნანატრი დღე... მიდი ალინა წინ!!!! აბა შენ იცი :D :D :D
01:01 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
მეგი! მართალი ხარ. ეს საშინელი ხალხია. მთელი 9 წელი ბოგმაში გაატარეს და ეგონათ გულზე მოეშვებოდათ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ , მაგრამ უნიათო მთავრობამ ვერაფერი შეუსრულათ და სხვა რა დარჩენიათ თავის თავს ხომ არ გაიმტყუნებენ და ბინძურად ილანძღებიან.
00:31 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
არველაძის ცოლი არც შეიძლებოდა, რომ უკეთესი ყოფილიყო. თქვენისთანები საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც მართლაც სირცხვილი ხართ.
00:00 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ni
და რა თქვა ან გიორგიმ ისეთი რაც სიმართლეს არ შეეფერება ან ალინამ რა თქვა ცუდი?ზუსტადაც რომ ხელ ცქვიტი ბიჭების კომენტარებია.
23:31 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ინკოგნიტოო
ყოჩაღ ალინა შენს აგზდრას და ქალობას ნუ რა გვიკვირს ხალხნო რაც ქმარი ის ცოლი
23:11 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გენა
გენაცვალე მეგი,ტოჩკაში ურტყამ,ამათგან არაფერი გამოვა,კიდევ1,5წელიწადში,უბრალოდ დასკდებიან ესენი და წავლენ თუ გადენვა არ დასჭირდათ
22:29 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS