მომღერალმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და საკუთარი ახალი ნამუშევრით, ახალი სათქმელი თქვა - მისი კლიპის მთავარი მესიჯი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გახლდათ.
როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, ვიდეორგოლზე ანრი 4 წელი მუშაობდა და შედეგიც სახეზეა...
ანრი ჯოხაძე: 4 წელი არ ვმუშაობდი, დამზადება გაიწელა ამდენი ხანი და ბოლოს მივიყვანეთ ფინალამდე (იცინ
ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში დაახლოებით 40 ცნობილი ადამიანი მონაწილეობს.
კლიპის ერთ-ერთი მონაწილეა მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. ნუკი პრემიერას ამერიკელ ქმართან ერთად დაესწრო.
ნუკი კოშკელიშვილი: ვიცოდი, რომ ანრი თავის სათქმელს იტყოდა, მაგრამ ასეთს არ მოველოდი. მაგარი ბიჭია ანრი, როცა რაღაცას აკეთებს, ამის ქვეშ მუდმივად დევს რაღაც აზრი და ახლაც სწორი მესიჯი მიაწოდა საზოგადოებას. საერთოდ დავიწყებული მქონდა ამ კლიპში რომ გადამიღო ახალგაზრდობისას (იცინის), როცა დამირეკა და დამპატიჟა, გამეხარდა. ბენს გზადაგზა ვუხსნიდი კლიპის შინაარსს და მგონი კმაყოფილია.
დალი ჩიტალაძე: ვულოცავ ანრის დიდ წარმატებას. ეს მისი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია, სხვა ეტაპია მის შემოქმედებაში. მიყვარს, როცა შემოქმედი ადამიანი დღითიდღე იზრდება და იხვეწება. არ ვიცი მეტად სად უნდა წავიდეს, მის ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს. ჩემს როლს რაც შეეხება, პატარა როლი მაქვს, ეს კადრები "ორი ვარსკვლავის" დროს არის გადაღებული, როცა ანრის სიმღერას არ ვაცდი. ამ კლიპში გადმოცემულია პატარ-პატარა ისტორიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობას ასახავს.
ანრი ჯოხაძის პრეზენტაციაზე, ბუნებრივია, სტუმრად იმყოფებოდა დედამისი, ქალბატონი რუსუდან ჯოხაძე, რომელიც პროფესიით მუსიკოსია.
რუსუდან ჯოხაძე: რაც არის ნიკო გომელაურის ლექსში, სიგიჟე და გადარევა, ყველაფერია ამ კლიპში. ანრი ღამე მუშაობს, მეც არ მძინავს და საბოლოო ნამუშევარს ვნახულობ. რჩევებს რაც შეეხება, მე თავის დროზე გავზარდე და რაც საჭირო იყო, ჩავუჭედე ტვინში.
ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში თამაშობს მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად, დაიღუპა.