ბერა ივანიშვილი და მოდელი ნანუკა გუდავაძე საფრანგეთში ისვენებენ. წყვილი "ინსტაგრამზე" პარიზში გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს. ბერა მადლობას უხდის უამრავ გულშემატკივარს, რომლებმაც წყვილს ნიშნობა თბილი სიტყვებით მიულოცეს.
ნანუკასა და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. წყვილმა ნიშნობის შესახებ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია.