18 თებერვალი, 2014
ვინ უჩივის „მისტერ ვალენტინს“ - „მადლობა უნდა თქვას ჩემს გვერდით რომ იდგა პოდიუმზე“
გიორგი მასხულია არის ადამიანი, რომელიც სოფელს გამოექცა და სოფელმა არ მიატოვა იგი. საერთოდ ვერ ვხვდები ამ ბიჭს რა უნდოდა კონკურსზე 13 თებერვალს, საზეიმო ვითარებაში „მისტერ ვალენტინი 2014“ ჟიურის 15 კაციანმა ჯგუფმა გამოავლინა, თუმცა ეს ყველაფერი სულ აღმოჩნდა საზეიმო თორნიკე ტყემალაძესთვის. „იმიჯცენტრის“ მოდელი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი კრიტიკისა და ბრალდებების ქარ-ცეცხლში გაეხვია.

კონკურსის ჩაწყობაზე ალაპარაკდა ერთ-ერთი კონკურსანტის, გიორგი მასხულიას დედა. როგორც ამბობენ, დასახელდა თუ არა გაარჯვებული, ყვირილი აუტეხავს, ტყემალაძემ ჩააწყო ყველაფერი, ათი ათასები დაუჯდაო.

კონკურსის ორგანიზატორებსა და
ჟიურის წევრებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს ფოტოგრაფი გიორგი ტატანაშვილიც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ამ კონკურსის ერთ-ერთი ყოფილი ორგანიზატორია. ერთი სიტყვით, შეკითხვები დაგროვდა გამარჯვებულის მისამართით და თორნიკეს ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვეთ.

- თორნიკე, ვინ არის გიორგი ტატანაშვილი და რა კავშირი აქვს „მისტერ ვალენტინთან“?
- გიორგი ტატანაშვილი არის ერთი პატარა ბიჭი, რომელმაც იყიდა ციფრული კამერა და გაუჩნდა ამბიცია, რომ არის პროფესიონალი ფოტოხელოვანი.
- კონკურსთან რა კავშირი აქვს, ჩაწყობებზე რატომ ალაპარაკდა?
- „მისტერ ვალენტინის“ ორგანიზატორებს სთხოვა, მისივე პიარისთვის იქნებ რაიმე პრიზი გადაეცა საკუთარი რჩეულისთვის. ბუნებრივია მას არანაირი ინფორმაცია არ ექნებოდა გამარჯვებულის შესახებ, რადგან ამას კონკურსის ჟიური წყვეტს.
- როგორ გგონია, რა ინტერესი აქვს ფოტოგრაფს, რატომ გდებს ბრალს კონკურსის ჩაწყობაში?
- არ ვიცი, ალბათ თავის გაპიარებას ცდილობს ასეთი სკანდალური განცხადებებით. ჩემი რჩევა იქნება, თავი ფოტოებით დაგვამახსოვროს და არა სკანდალური განცხადებებით. მისსავე ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, გამარჯვებული მესამე ადგილის მფლობელი უნდა გამხდარიყო.
- ანუ ნიკა შერმაზანაშვილი?
- ჰო, ნიკა ძალიან მიყვარს. ჩვენ ყოველდღე ვუმტკიცებდით ერთმანეთს, არა შენ გახდები გამარჯვებული, არა, შენო. ძალიან გამიკვირდა ნიკას მესამე ადგილი, მეტს იმსახურებდა. თვითონ ნიკა არაფერს ამბობს, ჩემი გამარჯვება არ სწყენია.
- როგორც გავიგე, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი მასხულიაც უკმაყოფილოა შედეგით...
- გიორგი მასხულია არის ადამიანი, რომელიც სოფელს გამოექცა და სოფელმა არ მიატოვა იგი. საერთოდ ვერ ვხვდები ამ ბიჭს რა უნდოდა კონკურსზე. იმან ამოიღო ხმა, ვისაც მადლობა უნდა ეთქვა, რომ ჩემთან ერთად იდგა პოდიუმზე.

Rating

- იმასაც ამბობენ, რომ შენმა ოჯახმა გადაიხადა ფული „მისტერ ვალენტინის“ ტიტულში. რამდენი დაგიჯდათ?
- (იცინის) თუ მასხულიას და დედამისს დავუჯერებთ ათი ათასები დაგვიჯდა.
- მართლა ასეთი შეძლებული ოჯახიდან ხარ? ამბობენ ძვირადღირებული მანქანით დადიხარ...
- არ გვიჭირს... გიორგი მასხულიას ურჩევნია გიორგი ნაზღაიძეს უჩივლოს და იმას მოუწყოს სკანდალები. ხმა მომივიდა, რომ მის ყოველ გამოსვლაზე ღადაობდა.
- მასხულია გიჩივის?
- არ ვიცი, შოუს მერე, როცა მე „ბექ სთეიჯში“ ვიყავი, დედამისს უყვირია, ტყემალაძემ ჩააწყო, ათი ათასები დაუჯდაო. იქიდან დაიწყო ყველაფერი.
- მოკლედ ფული, მისტერ ვალენტინის ტიტულში არ გადაგიხდია?
- მეცინება ამ შეკითხვაზე. რა თქმა უნდა, არა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
თამუნა ძმანაშვილი
გიორგი მასხულიას: პირველი: წერა ისწავლე ქართულად; მეორე: აზრის დალაგებულად ჩამოყალიბება არ გაწყენდა; მესამე: დედის დაცვა მოდელ ბიჭს არ უნდა სჭირდებოდეს; მეოთხე: თორნიკეს ტიტულების ყიდვა არ სჭირდება, ყველაფერზე მისი სურათები და გარებგნობა მეტყველებს!!!
13:52 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატანა
ჩაწყობა ერთია, ამბიცია მეორე, რეალობა მესამე :D ალბათ მასხულია ვუარს ვერ ვიტყვი რომ არ გამოგეხმაურო :D მეც მივცი ინტერვიუ შენ წარმოიდგინე პრობლემის გარეშე, კუკლა არ ვარ :D და როცა 13ტე (ირონიით) ხარ არ ნიშნავს რო კაი ხარ :D მე მეცამეტე კორპუსში ვარ და საუკთესო ვარ? :D ვაი :D მოდი დააყენე რა :D ვუარი :D
00:15 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი მასხულია
მინდა ამ უაზრო კომენტარებს და შეკითხვებს პასუხი გავცე კახი ხაბეისჰვილს პროეკტის უფროს რაც სშეხება ის კონკურსის წინა დხეს მიდის ერთერთ თავის თანამშრომელთან და ეუნება უკვე ჩემი ფავორიტი ეს ნომერი არ არისო უკვე ტყემალაძე არისო ამდროს ტყემალაძე 1 ნოემრი იყო რაც კონკურსის სახით პირველი ნომერი არ იმარჯვებდა წინა დხეს შეცვალა ბატონმა კახიმ ნომერი და ტყემალძე 2 ნომრად აირჩია რაც უკვე თითოეულმა კონკურსანტმა ვიცოდიტ რომ ტყემალძე მოიგებდა, ასეც მოხდა არსდროს არ მქონია ამ პიროვნებაზე გართულება ტყემალძეს აქვს ბევრი პლასტიკური ქირურგია ჩატარებული და აქ ტყემალძემ კიარა სადაც ქირურგია ჩაიტარა იმისმა კლინიკამ მოიგო დედაჩემს რაც შეხება საერთოდ ამ სფეროსტან შეხების წერტილიც არ აქვს მე სოფლიდან არ ვარ მე ვარ სენაკიდან და კახი ჩემზე სოფლიდანა მაგ შხეფელი გოიმი ეგ ჩემი ფოტო არის ძალიან ადრინდელი ეხლანდელი შევადაროთ და 6 პლასტიკა აჯობებს ტუ ნატურალური კაცური სილამზე ვნახოთ შენთან პოდიუმზე დგომას რაც შეხება შენ არვიზე მეტი არ ხარ თუ ნაკლები არა აწყობილი თოჯინა როგორც მოგიხსენიებენ მე არ მაინტერსებს ტყემალძე ან ეს ვიტომ კაცუნა კახი რას ისაუბრებს ჩემზე. კონკურსის 1 კვირის შემდეგ ფიქსირდება კახის ნომერი ჩემს საკონტაქტო ტელეფონზე და ის მეუნება გიორგი დავივიწყოთ წყენა და მის სამეგრელოზე ჯიურის წევრებად გამოგვიზახეო ასევე კრისტი ყიფშიზე დანიშნე ტავჯდომარედო მე ვუპასუხე დავფიქრდებითქო 3 დხის შემდეგ ვურეკავ და ვეუნები მის სამეგრელოს ხემზხვანელობამ თქვენზე ვარი განაცხადესთკო და მშვიდობიანად ჩაიარა ჩვენმა სატელეფონო ვიზიტმა. ერთს დავამატებ კახის ის აწუხებს რომ ლანდა მასხულიამ 2 დხეში გაკეტა მის სამეგრელოს მთვარი პრიზი ავტო მობილი რაც კახიმ 2 კვირაში ვერანირად ვერ შეზლო კახაბერ მინდა გითხრა მოდი რა სოფლიდან გამოვარდნილს სხვას ნუ უწოდებ როცა თავდ შენ ხარ არვის თვალში ავტორიტეტით ვერ სარგებლობ ოცნებებში დაფრინავ რაც რეალურად არ მოხდება, მინდა გითხრათ ეს მისტერ ვალენტინის კონკურსი სულ არ მაინტერსებს მე გავერთე და ეგ იყო მე 17 წლის ვარ ტყემალძე 24 ხის ის ბერდება მიდის მე მოვდივარ მალე ნაოჯები გაუჩნდება და პლასტიკურ ქირურგიებს ისევ მიმართავს ამში ამოხდება სული მე კიდევ მაგსთან შედარებით ნატურალური ვარ და კაცური ხაკი ხაბეიშვილს რაც შეხება მას 30 ათი ქირურგიც ვერ უშველის ისეთი დაზიანებულია სისტემატიურადაც და ფიზიკურადაც ნაქირავებში ცხოვრობთ ბატონო კახი და ფული დაინახე მოგდებული და რა ქნათ არ იცით სამოდელო სფეროს საბრალო ბუზი ხართ გიორგი ნაზხაიძის ერთ ფრჩხილადაც არ ხირხარ ტყემალძე ეს იცოდე მან რომ გამაკრიტიკოს მივიხებ კიდეც შენ ჩემზე არაფრით მეტი არ ხარ აწყობილი ხარ როდის დაიშლები თავადვე არ იცი აბა კარგად ეს ბოლოდა უკანასკნელი ვიზიტია ისე ჯურნალისტებს მარტო ამ თოჯინებს რომ ართმკევთ ინტერვიუს ჩემი აზრიც საინტერესოა 13 დხე მათან ვიყავი და ყველა ამების ნაკლი ვიცი მე თუ კარგი არ ვარ და თუ სიმაპტიური რატომ მაინცდა მაინც მე 13 მონაწილებისგან ასეთი სკანდალური პიარით ესეგი კარგი ვარ და კახისაც ეს აწვალებს თავისი ქალაქელი დიდ მეტოქეობას რომ გაუწევს მალე თბილიში მეცოდები კახი ვერცერთ საგენტოსტან ვერ მიხვალ იმათი ხირსება და დონე სხვა შენი სულ სხვა საცოდავი..
02:01 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
ეს ბიჭი იმსახურებდა პირველ ადგილს,თუ ეს ასე არაა მაშინ ვისაც პრეტენზია აქვთ პირველი ადგილის მათმაც დადონ სურათები თუ მართლაც მაგრები და ლამაზები არიან.რათ უნდა ამას დედიკოების ჩარევა და მათი ხავილი
17:24 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
შოთკა-ს
იმიტომ რომ ის მოდელია და მისი საქმე ეგაა.აბა რა ქნა ყანა გაგითოხნოს რომ შენ არ შეწუხდე?
14:08 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS