„როცა პერსონა ხარ ასეთი, ყველა თვალი შენ გიყურებს, იქ ხდება კრიტიკაც და ლანძღვაც. მე არ მახსოვს, თუნდაც მაშინ - როცა გიორგი ოპოზიციაში იყო, მისთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა გაელანძღა. ჟურნალისტები ყველა მხრიდან უვლიდნენ, მაგრამ მას ეს
გიორგი ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ მას ემოცია არ აქვს, უბრალოდ მიუღებელია მისთვის. დღეს ჩვენს ქვეყანაში ძლიერ პოლიტიკოსად აღიქმება ადამიანი, რომელიც ბევრ ცუდს იტყვის, რატომღაც ესაა ძალის მაჩვენებელი, როცა კორექტული პასუხის გაცემა შეგიძლია სწორედ ესაა ძალა“, - განაცხადა პირველმა ლედიმ.
რაც შეეხება კითხვას, შეიცვალა თუ არა პრეზიდენტი, მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომ ის ისევ ისეთია, უბრალოდ გადაიღალა.
„გიორგი ისევ ისეთია, უბრალოდ გადაიღალა, გადაიღალა გაუგებრობით. რამდენ კარგ ნაბიჯსაც დგამს, იქედან უფრო მეტი ცუდი მოდის. გიორგი საკუთარი საქმის პროფესიონალია, განათლებული და პრინციპული ადამიანი.
ცოცხალია, ყოჩაღი, მდგრადი და სწორედ ამიტომ ყოველთვის იპოვის თავის გზას. იმათ იკითხონ, ვისაც მაშინ ჩაუვარდა საშუალება და იმ ხალახს ეჭიდებიან, რომელზეც დგანან“.