„რეიტინგის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო ციებ-ცხელებაში აქტიურად ჩაერთო მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძეც, ჩვენი წყაროს ცნობით, ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებში გაერთიანდა.
თამრიკო ჭოხონელიძე ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გმობდა. ამიტომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოდ მოგვეჩვენა. თუმცა, აშკარაა, რომ ბოლო დროს, ის „ქართული ოცნებისგან“ არაერთხელ დარჩა გულნატკენი და თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა კიდეც.
ამბის გადასამოწმებლად „რეიტინგი“ თამრიკო ჭოხონელიძეს
- ქალბატონო თამრიკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს შეუერთდით, მართალია?
- სხვა რომ საუბრობს ჩემს ნაცვლად, უცნაურია. ჯერჯერობით არავის მხარდამჭერი არ ვარ, შეცდომების გამოსწორების საშუალება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ვის დავუჭერ მხარს, ამ საკითხზე არ ჩამოვყალიბებულვარ. ვფიქრობ, ბევრ მინუსებს და პლიუსებს ვნახულობ, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვარ.
- გამორიცხავთ გრიგოლ ვაშაძის მხარადჭერას?
- არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ერთი, რაც მინდა ვთქვა, უკვე აღმაშფოთებელი გახდა ამდენი დაპირისპირება და ზიზღი. ეს ყველაფერი უნდობლობას ბადებს, ამდენი უნდობლობა კი არ შეიძლება. ადამიანმა შეიძლება შეცდომების გამოსწორების ხარჯზე უამრავი სიკეთე გააკეთოს. ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ვარ.
- თქვენ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერთ მხარს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“?
-„ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ მინდა საერთოდ, ბევრი ცუდი ახსოვს მისგან ქვეყანას, თუმცა, კარგიც გვახსოვს. თუ ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ, ამას დაინახავს ხალხი, მერე საპარლამენტო არჩევნებიც მოდის და ვნახოთ, რა მოხდება.
- გჯერათ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსწორების?
- რატომ არ მაქვს გამოსწორების იმედი? თუ კი ნახეს, რომ ქვეყანა დაღუპვის პირასაა, რატომ არ გამოსწორდებიან?
- თქვენ ჩაერთვებით საარჩევნო კამპანიაში?
- არაფერში არ ვერთვები, საკმარისია, რაშიც ჩავერთე.