ინტერესი
- უდარდელი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებს დაემთხვა. უფროსი და-ძმა მყავს, მე ნაბოლარა ვარ და ყველა მანებივრებდა. ის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მაშინაც ვხვდებოდი. დედა ერიდებოდა ჩვენს ქუჩაში გაშვებას. გოგონები დამყოლები
მიუხედავად ასეთი გატაცებისა, სკოლის დამთავრების შემდეგ მოდელირების ფაკულტეტზე ჩაბარება არც მიფიქრია. მაშინ ყველა პრაქტიკულ საქმიანობაზე ფიქრობდა. ასე ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია, მაგრამ დღემდე მეხმარება დიპლომატის უნარები. კომუნიკაბელური ვარ. ძალიან ადრე შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლე ფეხბურთელი იყო და რუსეთში გადავედით საცხოვრებლად. დაოჯახების მიუხედავად, სწავლის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვიჩენდი. ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში და გამოცდებს ვაბარებდი. მეცადინეობაში ღამეებს ვათენებდი. გადავადებითაც არ მისარგებლია. სწავლის პერიოდში დედა მეხმარებოდა. არ მომცა მოდუნების საშუალება. დედა პედაგოგია, თან მკაცრ პედაგოგად ითვლება. შვილების მიმართაც ყოველთვის იჩენდა სიმკაცრეს.
მოდის ინდუსტრია
- სამოდელო ბიზნესში ადრეულ ასაკში აღმოვჩნდი. გოგონების ასარჩევად სკოლაში გვეწვივნენ სამოდელო სააგენტო "ამსას" წარმომადგენლები. მე შემარჩიეს, რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი. სიგამხდრის გამო არაერთხელ დაუცინიათ ჩემთვის "ორი ჩხირი ორცხობილა" და "მაკარონის ფეხები" შემარქვეს. ლამის დავკომპლექსდი. ერთი პერიოდი კაბის ჩაცმაზეც ვთქვი უარი. მოგვიანებით, 13-14 წლის ასაკში, როცა შემამჩნიეს და სამოდელო ბიზნესში მიმიწვიეს, თავდაჯერებულობა მომემატა. გამოვდიოდი ჩვენებებზე, მიღებდნენ სარეკლამო რგოლებში. მერე მივხვდი, რომ სიგამხდრე ნაკლი არ იყო. პირველ ჩვენებაზე როგორ გამოვედი, აღარც მახსოვს. ფოტოსესია, რომელიც გამორჩეულად დამამახსოვრდა, ნუკრი ჯიოშვილს ეკუთვნოდა. საერთოდ, ამ ფოტოგრაფთან ხშირად ვთანამშრომლობდი. მას, როგორც მოდელი, მოვწონდი და ხშირად მიღებდა. კვირა არ გავიდოდა ჩემს დასა და სიძესთან ერთად მის გადაღებებზე არ მივსულიყავი. იმ გადაღებებიდან დღემდე ბევრი ფოტო დამრჩა.
განაგრძეთ კითხვა: