18 თებერვალი, 2014
დაპირისპირება მომღერლებს შორის - ''ყველა კაცი ყ..ა, ვინც ქალს როგორც მონას, ისე უყურებს''
აი, ასეთი ტიპების ბრალია, ტრაკში რომ ვართ. ვითომ ქართველი ვაჟკაცი, ტრადიციული ტიპია მომღერალი გიორგი ერგემლიძე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ბორის ბედიას ინტერვიუს გამოეხმაურა. ინტერვიუში, რომლის კითხვისას ერგემლიძემ დრო დაკარგა, ბორისი ასეთ ფრაზას ამბობს - ''კაცი, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობის მომხრე ვარო, ჩემგან ერთ ადგილას დიდ პანღურს მიიღებს''. სწორედ ეს ფრაზა დაწერა გიორგიმ თავის გვერდზე და კოლეგას, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო კონტექსტში მიმართა, - ''სუნიანო ყ..ო, მოდი, აბა, ამომარტყი''.
რასაკვირველია, გიორგის მისი გაღიზიანების მიზეზი პირადად ვკითხე.

- გიორგი, შენი სტატუსი ვნახე ბორის ბედიასთან დაკავშირებით, რამ გაგამწარა?
- ''კაცი, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობის მომხრე ვარო, ჩემგან ერთ ადგილას დიდი პანღურს მიიღებს'', - აი, ამან! აი, ასეთი ტიპების ბრალია, ტრაკში რომ ვართ. ვითომ ქართველი ვაჟკაცი, ტრადიციული ტიპია, ამ დროს ვიცი, ეგეთებს რაც ჰქვიათ. მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ და მისმა დამოკიდებულებამ გამაღიზიანა. ყველა კაცი ყ..ა, ვინც ქალს როგორც მონას, ისე უყურებს.
- მაგრამ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე.
- კი, ასეა და ამიტომაც იყოფიან ადამიანები განვითარების შესაბამის ფენებად.
- შენ რომელ ფენას მიეკუთვნები?
- ეგ ჩემს მსმენელს ჰკითხეთ.
- ბორისის შემოქმედებას იცნობ?
- კი, საკმაოდ კარგად, სამწუხაროდ (იცინის).

ბორის ბედიასაც დავუკავშირდი და გიორგის სტატუსის შესახებ ვუთხარი. საუბრის დაწყებამდე ბევრი იცინა.

- ეს რა ჯანდაბაა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ეტყობა, თვითონ არის სუნიანი და ყველა ასეთი ჰგონია.
- თვითონ გენდერული თანასწორობის მომხრეა და ამიტომაც გააღიზიანა შენმა ფრაზამ. პირადად იცნობ გიორგის?
- კარგი რა, რატომ უნდა ვიცნობდე ვიღაც ლოხს. ახლა უკრაინაში ვარ, გამალებული გულაობა მიდის. ვიღაც ლოხებზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ მცალია.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ლანა
ეს ბედია გაიტანეთ რა. ერგემლიძე ყოჩაღ, ოღონდ გინება ზედმეტია. შეგეძლო შენი მოსაზრება უფრო კორექტულად გამოგეხატა. ბედია მეც მაღიზიანებს, ყოყოჩია.
19:42 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ბატონო ნუგზარ ეს ვინ გაგიზრდიათ. კითხვა და წაკითხულის გააზრება თუ არ შეუძლია თავის ლგტბ აზრებს მაინც ნუ გვახვევს
19:32 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბედია ბნელი ხარ!
18:58 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კეტევანი
ძაან მეცინება ბედიაზე და მაგის "გულაობებზე".2 კაპიკი იშოვა და აგარ იცის ვის რა ფორმით გააგებინოს.XXI-ე საუკუნეში ადამიანს ე.წ."გულაობა" ასე უხაროდეს ცოტა სასაცილოა!რაც შეეხება ერგემლიძეს გამიხარა რომ ასე აზროვნებს და ბევრ ძველ დროში ჩარჩენილს არ გავს რომლებმაც ქალი კუხნაში იციან!)))))
18:50 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნახეათ ეს ბედია თუ ყველაზე ნათრევ ქალს არ მოათრევს ცოლად, აგერ თქვენ და აგერ მე.
18:31 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
-^-
კარგია რომ ქართველი კაცების 100% არ აღმოჩნდა ვირი ^^ მსიამოვნებს ეს ფაქტი. ჯანსაღად აზროვნებს ეს ბიჭი,მაგრამ გინება არ იყო საჭირო. ბედიაა თუ ვიღაცაა განუვითარებელია და არც არის მისი აზრი ყურადსაღები. თუმცა მეც მაღიზიანებს ასეთი ,,ბეტონი'' ხალხი რომ უმრავლესობაშია.
17:33 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნ.
ბედია, კაცობ?! ვაი შენს პატრონს!გულაობს ბიჭი თურმე... :)
17:23 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS