რასაკვირველია, გიორგის მისი გაღიზიანების მიზეზი პირადად ვკითხე.
- ''კაცი, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობის მომხრე ვარო, ჩემგან ერთ ადგილას დიდი პანღურს მიიღებს'', - აი, ამან! აი, ასეთი ტიპების ბრალია, ტრაკში რომ ვართ. ვითომ ქართველი ვაჟკაცი, ტრადიციული ტიპია, ამ დროს ვიცი, ეგეთებს რაც ჰქვიათ. მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ და მისმა დამოკიდებულებამ გამაღიზიანა. ყველა კაცი ყ..ა, ვინც ქალს როგორც მონას, ისე უყურებს.
- მაგრამ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე.
- კი, ასეა და ამიტომაც იყოფიან ადამიანები განვითარების შესაბამის ფენებად.
- შენ რომელ ფენას მიეკუთვნები?
- ეგ ჩემს მსმენელს ჰკითხეთ.
- ბორისის შემოქმედებას იცნობ?
- კი, საკმაოდ კარგად, სამწუხაროდ (იცინის).
ბორის ბედიასაც დავუკავშირდი და გიორგის სტატუსის შესახებ ვუთხარი. საუბრის დაწყებამდე ბევრი იცინა.
- ეს რა ჯანდაბაა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ეტყობა, თვითონ არის სუნიანი და ყველა ასეთი ჰგონია.
- თვითონ გენდერული თანასწორობის მომხრეა და ამიტომაც გააღიზიანა შენმა ფრაზამ. პირადად იცნობ გიორგის?
- კარგი რა, რატომ უნდა ვიცნობდე ვიღაც ლოხს. ახლა უკრაინაში ვარ, გამალებული გულაობა მიდის. ვიღაც ლოხებზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ მცალია.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















