14 სექტემბერი, 2018
ახალგაზრდა ექიმის ქორწილში სპორტის და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეიკრიბნენ
ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები და მომღერლები გუშინ მცხეთაში შეიკრიბნენ. მათი შეკრების მიზეზი, ძალოსნობის ფედერაციის ახალგაზრდა ექიმის გიორგი ჭინჭარაულის და სოფო ადუაშვილის ქორწილი გახლდათ.

გიორგი ჭინჭარაულს სპორტის და შოუ-ბიზნესის წრეებში კარგად იცნობენ, ძალოსნობის ფედერაციის გარდა ის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ექიმიც არის.

Rating
Rating

სიძეს და პატარძალს 3-3 მეჯვარე ჰყავდათ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ სიძის ერთ-ერთი მეჯვარე მანდილოსანი გახლდათ, კერძოდ ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ქართული ცეკვის შესრულების შემდეგ სოფომ და გიორგიმ ვენური ვალსი იცეკვეს.

იხილეთ ვიდეო:

Rating
Rating

რაც შეეხება საქორწინო თაიგულს, ის
სიძის დის შეყვარებულმა დაიჭირა, ასე რომ ჭინჭარაულების ოჯახში მალე ალბათ კიდევ ერთი ქორწილია მოსალოდნელი.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და საქორწინო სუფრის თამადა, სიძის ლექტორი და ექიმი ზურა კახაბრიშვილი გახლდათ.
ღონისძიების ორგანიზატორი კი ცნობილი პიარ-მენეჯერი მაცაცო კევლიშვილია. 

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Toko Aduashvili
❤️❤️❤️❤️
20:52 / 14-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS