14 სექტემბერი, 2018
მარიამ სანოგო და გიორგი ლაშქარაძე ბავშვს ელოდებიან
აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი მარიამ სანოგო, ეგზოტიკური გარეგნობის გამო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. 17 წლის ასაკში თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს სახე გახდა და მას შემდეგ პოდიუმზე მყარად მოიკიდა ფეხი.

არც ისე დიდი ხნის წინ, ახალი ამპლუაც მოირგო, "იმედზე" საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს.


მარიამის წარმომავლობა განსკაუთრებით დიდ ინტერესს იწევევდა მაშინ, როცა ფერადკანიანი გოგონა ქართულად ყოველგვარი აქცენტის გარეშე, გამართულად იწყებდა საუბარს. „მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინა-ფასოდან, მე ქართველი ვარ,
რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ.



დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა.

მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - ამბობდა მარიამი რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS