"ვერ ვიტან საჯაროდ რაღაცეების განხილვას... პირველ რიგში მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად და ჯანმრთელად მყავდეს. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არაუშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი ხედავს ვინ ვინ არის და მიიღებს ყველა ამის გამო" - ეს პოსტი სოციალურ ქსელში მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილმა ლენუკა ყიფშიძემ გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, მსახიობის ოჯახმა ბინა დაკარგა.
Ambebi.ge დეტალური ინფორმაციის გასარკვევას ლენუკას დაუკავშირდა.
- გუდიაშვილზე გვქონდა სახლი, რომელიც დედაჩემის და დეიდაჩემის საკუთრებაა. სამი
წლის წინ, ეს სახლი ქირით გადავეცით ჩვენს მეგობარს კომპანიისთვის, ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ თანხა, საბუთები გავაფორმეთ, მაგრამ სიჩქარეში მოგვატყუეს და თურმე კი არ გავაქირავეთ, ეს სახლი ბანკში ჩავუდეთ ამ კომპანიას.
იხილეთ ვრცლად: