18 თებერვალი, 2014
მერსი სულხანიშვილი: ''სახლში მე და დედა ვართ, რომელიც ასევე იმოსება''...
თუ გაქვს სრულყოფილი სხეული, არ გაქვს ცელულიტი, რატომაც არა, იარე ჩახსნილი კაბითა თუ პიჯაკით 21 წლის მერსი სულხანიშვილი მოდის ჟურნალისტი და ბლოგერია. მას პასპორტში სახელი მერცია უწერია, მაგრამ მას უფრო მეტად, როგორც მერსის, ისე იცნობენ. სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთ-ერთ ტელევიზიაში ''ფეშენ თაიმი'' მიჰყავს. მოდელის ამპლუაში თანამშრომლობს უცხოურ ბრენდებთან.

- მერსი შენი ნამდვილი სახელია?
- კი. მერცია ინგლისური სახელია, ცოტა ფრანგულიც. მერცია არის აგრეთვე ნაირა გელაშვილის ცნობილი ნაწარმოების ''ამბრნი, უმბრნი და არაბნი'' ერთ-ერთი გმირი. თუმცა, ამ ნაწარმოების
გავლენით არ დაურქმევიათ. ამ სახელის დარქმევა ბებიას ინიციატივა იყო.
- განსაკუთრებულად თამამი იმიჯი გაქვს, ასე კომფორტულად გრძნობ თავს თუ სატელევიზიო ეთერისთვის გჭირდება?
- ამ სფეროში წლებია ვმუშაობ, ტელევიზიაა ჩემთვის სიახლე, თორემ მანამდე ვწერდი ''ბომონდში'' მოდაზე, ვარ მოდის ბლოგერი. სატელევიზიო იმიჯს მართლაც მოჰყვა აჟიოტაჟი. დღესაც უჩვეულოდ გამოვიყურები ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, რამდენიმე წლის შემდეგ აღარავის მოხვდება თვალში ჩემი თამამი ჩაცმის სტილი. არ ვფიქრობ, რომ რაც მოდურია, ის უნდა ჩაიცვა, პირველ რიგში, უნდა გიხდებოდეს. თუ გაქვს სრულყოფილი სხეული, არ გაქვს ცელულიტი, რატომაც არა, იარე ჩახსნილი კაბითა თუ პიჯაკით.
- ოჯახში როგორ უყურებენ შენს ასეთ თამამ ფოტოსესიებს, ტელეეთერებს.
- ოჯახზე არ მიყვარს ლაპარაკი. სახლში მე და დედა ვართ, რომელიც ასევე იმოსება. მთლად ასე, როგორც დღეს გამოვიყურები - არა, მაგრამ საკმაოდ თამამია ამ საკითხში და ხშირად ერთმანეთის სამოსითაც ვსარგებლობთ. პარამეტრები იდეალური აქვს. მე და დედა ვმეგობრობთ. მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ. თავის დროზე მოხდა გაუგებრობა და... დედა ძალიან გლამურულად, ''სვეცკად'' მზრდიდა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ''რეიტინგის'' ორშაბათის ნომერში

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
დააყენე
ვაიმეე აქ დედა ტერეზებს მოუყრიატ თავი,თვითონ არ თვლს თავს მახინჯად და ერთი ვინ გეკითხებათ რო იცავთ.ერთი ავარდნილი იძიოტკაა
02:23 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკა
მერციკო, ნამდვილი ასაკი დადე. 21 წლისთვის ძალიან მცხოვანად გამოიყურები, ან მაკიაჟი შეიცვალე
03:16 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაროდი
ვახ მაგარი გოგოა დავინტერსდი მიკვირს დღემდე რატო არ ვიცოდი :( :)))
20:47 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუმაცა
აქ კომენტარების წერას ყველას ურჩევნია თავიანთ ზონზებს მიხედონ და დაქალებისგან ნათხოვარ ზმანებში რო ეწყობიან და იმით თავი მოაქვთ.ვიცნობ ამ გოგოს და ვიცი რო თავის საქმეს უნიკალურად ართმევს თავს კარგადაც სწავლობს კურსელია ჩემი და ზოგიერთ უსაქმურს მეტად ჯობია,
18:52 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ამ ფოტოში რაღაც მეც არ მომწონს მაგრამ ისე ულამაზესი და ძაან მაგარი გოგოა ძაან მომწონს ძაან გემოვნებიანია. საიდან გაქვთ ამდენი ბოღმა შურიანებო
11:05 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS