11 სექტემბერი, 2018
ქრისტინე ძიძიგური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი და­ი­ნიშ­ნა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებს გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას.

„მას 7-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეკ­ლა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2016-2017 წლებ­ში, ამე­რი­კულ, დი­ზა­ინ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნია „ნო­მად ჰილ“-ში ის იკა­ვებ­და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი­სა და მრჩე­ვე­ლის პო­ზი­ცი­ას კომ­პა­ნი­ის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. ამა­ვე კომ­პა­ნი­ას ის წარ­მო­ად­გენ­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

ქრისტინე თანამშრომლობდა პარიზის სამოდელო სააგენტოებთან და ის არაერთი ბრენდის ჩვენებაში იღებდა მონაწილეობას. 2011-2014 წლებ­ში,
მან გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო რო­ბერტ სორ­ბო­ნის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გუ­ლი ენი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სას­წავ­ლე­ბელ­ში. ფლობს სამ უცხო ენას - ინ­გლი­სურს, ფრან­გულ­სა და რუ­სულს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონი რამდენიმე წლის წინ, პრინც ხუანზე დაქორწინდა და ზაფხულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS