10 სექტემბერი, 2018
"გიორგი მეორე ნახევარს რომ აარჩევს, ვეტყვი რომ ეს არ უნდა იყოს მეგრელი ქალი"
ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ახალი გადაცემა „დილა ხაჟოსთან“ გამოჩნდა. მისი წამყვანები ნინო ხაჟომია და გიორგი ჭიჭინაძე არიან. ნინოსა და გიორგის საზოგადოება კარგად იცნობს, ახალგაზრდა დიზაინერს ტელეწამყვანის ამპლუაში მუშაობა პირველად უწევს და როგორც ჩანს, ნინო ხაჟომია მას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც კარგ რჩევებს აძლევს.

- გიორგი, თაყვანისმცემელი გოგონები თუ მოგემატა?
გიორგი: არაფერი შეცვლილა. მგონი აღარ მოქმედებს ის, რომ ტელეწამყვანი ხარ. აღარავის უკვირს.

- შეყვარებული თუ გყავს?
შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ღია ვარ, თუკი ვინმე ნორმალური გამოჩნდება.

- როგორია
შენთვის ნორმალური გოგო?

- არ ვიცი, მთავარია, ერთგული იყოს.

ნინო: მე ვიცი, მშვიდი ფერიას გარეგნობით, გაწონასწორებული და მეოხაჯე.

გიორგი: სხვათა შორის, ძალიან მეხმარება ნინო. ახლა მყავდა ვიღაც და ისე შეაფასა, რომ ორჯერ მართალი აღმოჩნდა - ქალის თვალით დაინახა.

ასე რომ დრო ტყუილად არ დავკარგე, ნინოს სახით კარგი მეგობარი შევიძინე.

ნინო: გიორგი რომ მის მეორე ნახევარს აარჩევს, აუცილებლად ვეტყვი, რომ ეს არ უნდა იყოს მეგრელი ქალი - ჩემსავით შეჭამს და გამოხრავს.

ჟურნალი „თბილისელები“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS