ფოტოებზე შორენას საქორწინო კაბა აცვია და შთამბეჭდავად გამოიყურება. ბეგაშვილმა ფოტოებს ორაზროვანი მინაწერი გაუკეთა: "ეს დღე..."
ინტრიგა ინტრიგად რჩება - უცნობია, ნამდვილად იქორწინა თუ არა შორენა ბეგაშვილმა, თუმცა, ცნობილია, რომ ტელეწამყვანი უკვე რამდენიმე თვეა, საყვარელ მამაკაცთან ირაკლი ნანაძესთან ერთად ცხოვრობს. ივლისში ნანაძემ ბეგაშვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა, სადაც წყვილმა ერთად გაჭრა საიუბილეო ტორტი.