თბილისში კონცერტისთვის ადრიანო ჩელენტანოს ორეული ჩამოჰყავთ
2019 წლის 3 მარტს თბილისში, ფილარმონიაში, ადრიანო ჩელენტანოს შოუ გაიმართება, თუმცა, ჩელენტანოს გარეშე. კონცერტის ჩასატარებლად საქართველოს დედაქალაქში იტალიელი მსახიობისა და მომღერლის ოფიციალური ორეული ადოლფო სებასტიანო ჩამოჰყავთ. ბილეთები უკვე იყიდება და მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება.
სებასტიანო და ჩელენტანო შეთანხმებულად მართავენ ჩელენტანოს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში და ერთობლივი ბიზნესი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ადრიანო ჩელენტანო უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვინაიდან ხალხმა იცის, რომ ის უკვე ხანში შესულია და ფრენის ფობია აქვს, სავარაუდოდ სოციალურ
ქსელში დაწყებული აქტიური კამპანიის გამო, ივენთი გაუქმდა.