06 სექტემბერი, 2018
თბილისში კონცერტისთვის ადრიანო ჩელენტანოს ორეული ჩამოჰყავთ
2019 წლის 3 მარტს თბილისში, ფილარმონიაში, ადრიანო ჩელენტანოს შოუ გაიმართება, თუმცა, ჩელენტანოს გარეშე. კონცერტის ჩასატარებლად საქართველოს დედაქალაქში იტალიელი მსახიობისა და მომღერლის ოფიციალური ორეული ადოლფო სებასტიანო ჩამოჰყავთ. ბილეთები უკვე იყიდება და მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება.

სებასტიანო და ჩელენტანო შეთანხმებულად მართავენ ჩელენტანოს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში და ერთობლივი ბიზნესი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ადრიანო ჩელენტანო უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვინაიდან ხალხმა იცის, რომ ის უკვე ხანში შესულია და ფრენის ფობია აქვს, სავარაუდოდ სოციალურ
ქსელში დაწყებული აქტიური კამპანიის გამო, ივენთი გაუქმდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
izi
ფრენის ფობია თუ აქვს ე.ი. "ბლეფში" ბლეფია ბოლოს რომ მიფრინზვდნ?
23:43 / 08-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ორეულების მეტი რა გვყავს. იტალიიდან რომ არ ჩამოეყვანათ .
22:20 / 07-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინია
აი ვინც წავა არის. ..
23:33 / 06-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS