22 მაისი, 2013
ვერა ქობალიას გოგონა შეეძინა
მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა და ქორწინებით დაგვირგვინდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ საკუთარი პირადი ცხოვრების მდგრად და ჰარმონიულ განვითარებას დაუდო დასაბამი.

მცირე ხნის წინ ის ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში'' გამოჩნდა უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცლით და თავისი პირადი ცხოვრების, მეუღლის, ბიზნესმენ დავით კურცხალიას გაცნობის და ათასგვარ ამბავს ჰყვებოდა.

ვერა ნამდვილად დაიკვეხნის სილამაზით და ორსულობაც ძალიან მოუხდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ერთხელ სანერვიულო მაშინ შეხვდა, როდესაც მოდულის შენობაში დაკითხვაზე დაიბარეს. სწორედ
მაშინ განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომ ხუთი თვის ფეხმძიმე იყო და მისი შვილი გვარად კურცხალია იქნებოდა.

როგორც თავად ვერა ქობალია პრესასთან ყვება, მომავალი მეუღლე გუდაურში გაიცნო, როდესაც სასრიალოდ იყო ასული და კურცხალიას მისადმი დამოკიდებულებით მოიხიბლა, ვინაიდან დავითმა ვერას მიმართ მაშინვე გამოიჩინა დიდი ყურადღება... მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა და ქორწინებით დაგვირგვინდა.

ვერა ქობალიას მაისის დასაწყისში გოგონა შეეძინა, რომლებსაც მშობლებმა ანასტასია დაარქვეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პატარას დაბადება მიულოცა, მისი ყოფილი პრესმდივანი თეა ბოლქვაძე გახლდათ.
Rating
მას მოჰყვა პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის და სხვების მილოცვები.
Rating
ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პირველი შვილის დაბადებას ჩვენც ვილოცავთ და ანასტასია კურცხალიას ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ.

ნინო მურღულია

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
არაქარტველი
გილოცავტ! ბედნიერება ყოფილიყოს ტქვენი მუდმივი ტანამგზავრი! ხალხო, არ მევასებოდა ნაც მტავრობა, მაგრამ გტხოვტ, Aნასტასიას ყველამ უსურვეტ ბედნიერება. გტხოვტ ნუ გააკეტებტ უარყოფიტ კომენტარს. უფალმა დალოცოს სრულიად საქარტველო!!!!
16:19 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ბედნიერი დედა ყოფილიყავი. გილოცავ:)
16:00 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
gilocavt shvilis shezenas,adreve gagechinat jobda am idiot mtavrobashi kopnas,dedobase kargi probesia ar arsebobs
22:34 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS