22 მაისი, 2013
ვერა ქობალიას გოგონა შეეძინა
მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა და ქორწინებით დაგვირგვინდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ საკუთარი პირადი ცხოვრების მდგრად და ჰარმონიულ განვითარებას დაუდო დასაბამი.

მცირე ხნის წინ ის ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში'' გამოჩნდა უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცლით და თავისი პირადი ცხოვრების, მეუღლის, ბიზნესმენ დავით კურცხალიას გაცნობის და ათასგვარ ამბავს ჰყვებოდა.

ვერა ნამდვილად დაიკვეხნის სილამაზით და ორსულობაც ძალიან მოუხდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ერთხელ სანერვიულო მაშინ შეხვდა, როდესაც მოდულის შენობაში დაკითხვაზე დაიბარეს. სწორედ
მაშინ განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომ ხუთი თვის ფეხმძიმე იყო და მისი შვილი გვარად კურცხალია იქნებოდა.

როგორც თავად ვერა ქობალია პრესასთან ყვება, მომავალი მეუღლე გუდაურში გაიცნო, როდესაც სასრიალოდ იყო ასული და კურცხალიას მისადმი დამოკიდებულებით მოიხიბლა, ვინაიდან დავითმა ვერას მიმართ მაშინვე გამოიჩინა დიდი ყურადღება... მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა და ქორწინებით დაგვირგვინდა.

ვერა ქობალიას მაისის დასაწყისში გოგონა შეეძინა, რომლებსაც მშობლებმა ანასტასია დაარქვეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პატარას დაბადება მიულოცა, მისი ყოფილი პრესმდივანი თეა ბოლქვაძე გახლდათ.
Rating
მას მოჰყვა პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის და სხვების მილოცვები.
Rating
ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პირველი შვილის დაბადებას ჩვენც ვილოცავთ და ანასტასია კურცხალიას ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ.

ნინო მურღულია

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნიკა1
ნია, შენ გაზარდე შენი შვილი ისე რო არ გამოვიდეს ან სტრიპტიზ მოცეკვავე დან ან ვულგარული ოფიციანტი. ადამიანს იმის მაგიერ რო მიულოცო და პატარას ჯანმრთელობა უსურვო რებს წერი გოგო, შენ თავში ტვინი გაქვს? შეიძლება გამოვიდეს შეიძლება არა, შეიძლება უარესიც მარა ჩვილ ბავშვზე რო მაგას იძახი, რა "ადამიანი"-ც ხარ გეტყობა. გაიხარე პატარა, ღმერთმა ყველა პატარა უუუბედნიერესი ამყოფოს, განსაკუთრებით საქართველოში. კარგი ქართველი გაზრდილიყავი და სამშობლოსა და ღვთის სიყვარულიჩ გევლოს შენი ცხოვრება.
09:21 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
ლამაზი ხარ და ლამაზი სულიც გაქვს, ღმერტმასულ ბედნიერი და გახარებული გამყოფოს შენს პატარასთან ერთად. . . . .
16:58 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათკა
რამდენი ბოღმა არსებობს ამქვეყნად, აღმაშფოთა ზოგიერთების კომენტარებმა!
16:18 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთანდილი ქობალია
გილოცავ ქალბატონო ვერა გაიხარეთ მეამაყები
16:44 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანაჩაჩხალია
გილოცავ ქალიშვილის შეზენას გაგიზარდოს სასახელო
16:19 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაქო
გმერტმა გაზარდოს. და დაიფაროს., იმედია დედისნაირი არ იქნება რომ გაიზრდება.,
09:12 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
marina
gmertma gauzardos da bednieri deda iyos
21:11 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეგეც სტიპტის მოცეკვავე გამოვა
17:39 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
გილოცავ ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ ღმერთმა
17:22 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
...............
გილოცავ და სასახელო ქართველი გაზრდილიყოს!
16:30 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS