05 სექტემბერი, 2018
Héctor Oaks-ი BASSIANI-ს არტისტების სააგენტოს წევრი გახდა
Héctor Oaks-ი BASSIANI-ს არტისტების სააგენტოს შეურთდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

"ჩემთვის დიდი მოტივაციაა ამ ახალი ეტაპის დაწყება BASSIANI-ს გამორჩეულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად", - წერს DJ ფეისბუკზე.

როგორც მუსიკოსი ამბობს, მისი წარმომადგენელი საქართველოში ლევან კიზირია იქნება.

Héctor Oaks-ი 2018 წლიდან BASSIANI-ს რეზიდენტი DJ-ია, რომლის "Move In Circles, Walk On Lines" BASSIANI RECORDS-ის მეოთხე ჩანაწერშია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS