04 სექტემბერი, 2018
"კაცისთვის ფეხის დაბანა, მერე საჭმლის გაკეთება, მერე წინდების რეცხვა... მონობას ნიშნავს"
ბლოგერი გურამ შეროზია დიდი ხანია ხალხის რისხვის ობიექტი არ გამხდარა, როგორც ჩანს, წყნარი ცხოვრება მობეზრდა და სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გოგონებს რჩევებს აძლევს.
საზოგადოებისგან განკითხვის მიზეზი სწორედ ეს რჩევები გახდა.
"მოდით, ჩემო საყვარელო გოგონებო, რამდენიმე აქსიომას გეტყვით, იმისთვის, რომ უფრო ბედნიერები იყოთ:

1. თუ კაცი რამეს გიშლით/გიკრძალავთ, ის "კაცია და რა ქნას კი არა" კომპლექსიანი *ლეა, რომელსაც რაც მალე გაეცლებით, მით უკეთესი.

2. ეჭვიანობა სიყვარულს კი არ გამოხატავს, ეს დასტურია იმის, რომ არ
გენდობიან, პოტენციურ მოღალატე ბოზანდარად გთვლიან, რაც წესით საკმაოდ დიდი შეურაცხყოფაა.

3. ბავშვების გამო ძალადობის ატანა დანაშაულია თქვენი მხრიდან, ბავშვს ურჩევნია ჰყავდეს ბედნიერი მშობლები, თუნდაც ცალ-ცალკე, ვიდრე მთელი დღე მათ აგრესიას ისმენდეს და ფსიქიკა ენგრეოდეს.

4. მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ - თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი, ა.შ. სხვა მბრძანებლობის მსურველებს *რაკში გაუკეთეთ თავიანთი კომპლექსები და გაუშვით...

5. "გათხოვება" თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ინდიკატორი მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ, გინდათ დაქორწინდით, გინდათ ისე გააჩინეთ ბავშვი, გნებავთ ქალიშვილი ჩაბარდით სიკვდილს, გნებავთ ხანმოკლე რომანებით იცხოვრეთ, ვისი რა საქმეა?!

6. ადრეული ასაკიდან მიხედეთ განათლებას, კარიერას, იყავით ძლიერი, რომ გაანადგუროთ თქვენი დამონება-დამორჩილების შანსები!

7. ჩაიცვით როგორც გინდათ და თუ ვინმე ამის გამო ჩათვლის, რომ თქვენ "გასაუპატიურებელი" ხართ, მიუჩინეთ თავისი ადგილი კანონის ძალით, ძალადობის "გამპრავებელი" ციცო დეიდები კიდევ - მალე გადაშენდებიან, მათივე ღვარძლი მოწამლავთ, ან სხვის საქმეში ჩაყოფით დაგრძელებულ-დაბინძურებილი ცხვირების კიბო!

8. კაცისთვის ფეხის დაბანა, მერე საჭმლის გაკეთება, მერე წინდების რეცხვა, როცა "აუდგება" სექსი, როცა გვიყვირებს გაჩუმება, ტრაკის გამოწმენდა და ა.შ. მზრუნველობას კი არა მონობას ნიშნავს! თუ ორივე აკეთებთ და ცალმხრივად არ ხდება - ოკ!

თქვენც ბედნიერები იქნებით, თქვენი შემხედვარე სხვა ღირსეული ქალებიც და ჩვენც, მოაზროვნე მამაკაცებიც და სხვების დედაც არ*** ", - წერს შეროზია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინია
ასე ვართ ქალები მართლა მონებივართ.აქ რაც წერია სისწორეა ყველაფერი ყველა თქვენსავით აზროვნებდეს ნეტა
23:42 / 04-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნ
ცოტა დარეხვილი ხარტ მგონია შეროზია.
15:12 / 04-09-2018
გამოხმაურება / 0 /
თამო
შენ გაიხარე...ასე თავისუფლად მოაზროვნე ვარ მეც,ასე თვისუფლად მოაზროვნე გავჩნდი რაჭაში,არ მიყვარს სხვის თავისუფლების შეზღუდვა...ჩემმა თბილისელმა ქმარმა კი დამღალა თავისი კომპლექსებით.
12:32 / 04-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS