17 თებერვალი, 2014
სოფო ნიჟარაძე მასზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს პასუხობს - ''ვაი, თქვენს პატრონს…''
''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი დღეს, გაზეთ ''ვერსიაში'' უფლებადამცველთა გაერთიანების თავჯდომარე ნიკოლოზ მჯავანაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ''მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ'' ნამდვილად სკანდალური გახლავთ.

მასალაში მოყვანილია დოკუმენტები, რომელის საშუალებითაც მჟავანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ საკააშვილისდროინდელ სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს.

''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი
წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი.

აღნიშნული დოკუმენტებში ფიგურირებს მომღერალი სოფო ნიჟარაძის სახელი და გვარი. მასალაში 2009 წლის საახალწლო კონცერტის და სოფოზე დახარჯული თანხები ცალკე გამოყოფილი.

2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

სოფო ნიჟარაძე სტატიას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გამოეხმაურა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

''დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს?

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
გიზო
კაით რა რა სულ წარსულებში იქექებით,რაც იყო იყო,ნუ გადაყვებით ძველს,ხვალინდელზე ვიფიქროთ.მან მოახერხა და გააკეთა,ისე კი სასიამოვნო გოგოა.
22:25 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
NAGLI
სოფიკო ურიგო არ არის , მაგრამ ის გოგონა ძალიან საყვარელია.
00:19 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანეტა
ხალხნო დიდი ბოდიშით რა მაგრამ ამ ქალს თუ ქონდა უფლება 150 კლიპი და სუპერ სტარებთან ემღერა, მაგ გოგონას რატომ არ შეეძლო თავისი მართლაც ულამაზესი ხმით მოეხიბლა ჩვენი საზოგადოება? ისე კი მოდით დამშვიდდეთ და ნურავის ნუ გადავეკიდებით ხელოვანი ადამიანები არიან და გავამხნეოთ
23:33 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
ქართველი მსმენელი-- პირველად იყენებ კომპიუტერს? თუ ახლა სწავლობ ინტერნეტის მოხმარებას? არსებობს ასეთი საიტი youtube.com შედი ჩაწერე მე მიყვარს ანაკლია და ამოგიგდებს როგორც ვიდეოს ისე სრულ ინფორმაციას თუ ვინ მღერის სახელს და გვარს. რა პრობლემად აკციე ვინმე გიმალავს? :D :D გადამრევტ თქვენ მე ხალხო. ცოტა სერიოზულად მაინც დაყარეთ ინტრიგა.
02:49 / 01-03-2014
გამოხმაურება / 0 /
არც ერთს არ ვიცნობ პირადად მაგრამ გადამრია თქვენმა უგუნურობამ !! ამდნეი წლები თუ რამე გადაღებულა სოფოს მეტი არავინ ყოფილა. ტვ-ს ყურება შეაზიზღა ხალხს და თავხედურად გაკივის ანაკლიას არ ვმღერიო, თუ სოფოს არ მიქონდა სახლში ეს კლიპები და ქვეყნის კეთილდღეობისთვის კეთდებოდა და მისი ანაზღაურება მხოლოდ სიმბოლური თანხა იკო, იმ გოგონას მონაწილეობით გადაღებული კლიპი თაროზეა შემოდებული? ეს არ არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის? იაზროვნეთ> სოფო ამ ფაქტს სპეციალურად უსვამს ხაზს, რომ ყურადღება გამახვილდეს სხვა ფაქტებზე, ვაი შენს პატრონს მართლა სოფო. კიდევ კარგი ერთ კლიპს გამოაკლდი და მოგეცა სალაპარაკო... გრცხვენოდეს ... ვერ მოგინელებია რომ ვიღაცამ მოახერხა და ჩაგანაცვლა. სვანი, აჭარელი, თბილისელი და კიდევ რავიცი ყველაპერი აღმოჩნდი და ყველაFერს უმღეროდი. შენ ალბათ ბებიის ბებია გყავს მეგრელი და ვერ მოინელე ნამდვილმა მეგრელმა რომ უმღერა ანაკლიას....
02:41 / 01-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS