17 თებერვალი, 2014
სოფო ნიჟარაძე მასზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს პასუხობს - ''ვაი, თქვენს პატრონს…''
''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი დღეს, გაზეთ ''ვერსიაში'' უფლებადამცველთა გაერთიანების თავჯდომარე ნიკოლოზ მჯავანაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ''მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ'' ნამდვილად სკანდალური გახლავთ.

მასალაში მოყვანილია დოკუმენტები, რომელის საშუალებითაც მჟავანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ საკააშვილისდროინდელ სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს.

''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი
წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი.

აღნიშნული დოკუმენტებში ფიგურირებს მომღერალი სოფო ნიჟარაძის სახელი და გვარი. მასალაში 2009 წლის საახალწლო კონცერტის და სოფოზე დახარჯული თანხები ცალკე გამოყოფილი.

2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

სოფო ნიჟარაძე სტატიას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გამოეხმაურა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

''დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს?

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ბებე
სოფოოო და სოფოს დამცველო ნაციანალებოო რაც არუნდა ტავი იმარტლოთ და ერთმანეთი აქოთ და ადიდოთ მაინც არაფერი გამოგივათ, ხალხი ბრძენია თქვე უტვინოებოო
09:55 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
არც კი სცხვენია ამ დედაკაცს,რა სისულელეებს ლაპარაკობს,500 ლარიო 1500 ლარიო,ვაი მართლა შენს პატრონს,ხოლო რაც შეეხება შურს,სოფოსი რა უნდა შეგშურდეს ადამიანს არ მესმის,კატასავით ჩხავის,დაწყნარდი სოფიკოოოოოო
09:49 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესამე
თავისუფალ სუნთქვას პატარა პურის ნატეხიც რო მოაყოლონ კაი iqნებოდა თორე გაუხმა ხალხ კუჭი ტეხასმოტრი რო გვატაკეს ეგრევე ბროწეულის ოყნასავით.დიდი ფიზდეცი დატრიალებს საქართველოს ზეცას.მართლაც რო ვივა კუბა ვავა ცხაკაია
07:43 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კატოს
რა უმეცრებას ამბობ? შვეიცარიის ანგარიშებზე გადამალა მილიონები და გაურემონტებელ სახლში ცხოვრობს, ხო? აზრზე მოდით ცოტა!
03:27 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
იკუ
ალბათ დიდი ხანია უკვე შეჩვეული უნდა იყო სოფო,რომ საქართველოში,ნიჭიერები,წარმატებულები და თან ლამაზები-ჭირივით სძულთ...შური და ღვარძლი მართავს ქვეყანას..ერი სუბლიმირებს,არარეალიზებული სექსუალური ენერგია სადმე ხომ უნდა წაიღონ...აღარ იციან რა ქნან..აი უკვე 1,5 წელი გავიდა და შეპირებული შოუ ვერ მიიღეს,ვითომდა სისხლისმსელებს-სულელური ბრალდებებით ასამართლებენ,ვითომდა მკვლელობებს -ვერ იძიებენ..ვითომდა ბიუჯეტიდან მოპარულ მილიარდებს-კვალი ვერ უპოვეს.ვითომდა ნაციონალების ბენზინი-ვერ გააიაფეს,ვითომდა ნაბოდვარი ანაკლია-საკუთარ პროექტად გამოაცხადეს...და იცი რითი აბოლებენ ხალხს?-დასავლეთი ასე მოითხოვსო:)))) სხვა რა გზა აქვთ-მეტი რა უთხრან ამ ხალხს :)))ასე რომ გაუძელი სოფო...ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება...
23:38 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
რაც უნდა ის წერონ მარა 500 ლარზე გადაატარა მიშიკომ თავისი ფავორიტკაა ხახახახახ ,საყალი რაში ეყო ნეტა.მაგას თუ 500 ქონდა მასოვკებმა 100 ლარზე დადიოდნენ ?შვეიცარიის ანგარიშები შეუმოწმეთ მეეჭვება ქართულ ანგარიშზბზე ქონდეს თანხები.
23:25 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
2 იდიოტს
2 იდიოტი დამჯდარა და სისულელეებს ამბობს, ვაი ამატ პატრონს მართლა
21:44 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
პელე
კაი რა რა ცჰვენი კვეკნის ცინსვლისტვის ტკვენ ჯიბეებსჰი მიდიოდა ბლიად
20:38 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
პრეზიდენტის ფავორიტკა რომ არ ყოფილიყავი მაშინაც გაგაკვეხებდნენ ყველგან? ჩუმად მაინც იყავი, აქ ყველამ იცის რა "ბულბულიცა" ხარ
20:17 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფოს
აუ,ხო რა სოფო დედას გაფიცებ დაიკიდე რაა,არ ღირს ამ ბინძურ,შეუმდგარ,აქოთებულ,წარუმატებელ ადამიანებზე ნერვიულობა! რაზეა ბაასი გოგო სოფოკლე:D მთავარი ხომ სულ სხვა რამ არის ცხოვრებაში,სხაააააააააა სოფია,მთავარია:პოპულარობა,ტვ-ში რაც შეიძლება ხშირად გამოჩენა,ბრენდად ქცევა,რეიტინგი,პიარი,თქვენი გართობები,საჩუქრები,ღრეობები (მერე რა რომ უბედური ხალხის ხარჯზე-დაიკიდე რაა ქალოოოოო ყველა და ყველაფერი), მიანიჭეთ თქვენ ხორცს რაც შეიძლება მეტი სიამოვნება და ნეტარება! არ გკიდიათ სხვისი სატკივარი ?! ............პ.ს მაგრამ, რა პასუხი გინდა მოსთხოვო ცოცხალ ლეშებს,რომლებიც ხან საქართველოს ჰიმნს გაჰკიოდნენ რუსთაველზე (მაშინ როცა თავისივე ქვეყნის შვილების გვამები,იქვე ახლომახლოს სახლის "კრიშებზე" ეყარა),ხან კიდევ "ლეგენდარულ" მიუზიკლებს აგუგუნებდნენ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და სულ ერთ საინტერესო ადგილას ეკიდათ აღელვებული და დაშოკილი,მათივე თანამოქალაქეების სრულიად ლეგიტიმური პროტესტი, ქვეყანაში განვითარებულ ამაზრზენ მოვლენებთან დაკავშირებით ...
19:51 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS