17 თებერვალი, 2014
სოფო ნიჟარაძე მასზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს პასუხობს - ''ვაი, თქვენს პატრონს…''
''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი დღეს, გაზეთ ''ვერსიაში'' უფლებადამცველთა გაერთიანების თავჯდომარე ნიკოლოზ მჯავანაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ''მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ'' ნამდვილად სკანდალური გახლავთ.

მასალაში მოყვანილია დოკუმენტები, რომელის საშუალებითაც მჟავანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ საკააშვილისდროინდელ სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს.

''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი
წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი.

აღნიშნული დოკუმენტებში ფიგურირებს მომღერალი სოფო ნიჟარაძის სახელი და გვარი. მასალაში 2009 წლის საახალწლო კონცერტის და სოფოზე დახარჯული თანხები ცალკე გამოყოფილი.

2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

სოფო ნიჟარაძე სტატიას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გამოეხმაურა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

''დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს?

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
:))))))))))))))))))
"თუ ქონდა პრივილეგია და ვიღაცას ეს უფრო მოწონდა ვიდრე სხვა, რა თქვენი საქმეა?" ----- ხოოო....მართლა რა თქვენი საქმეა რააა, თქვენი გადასახედებიდან ხომ არაა ის ბიუჯეტი შევსებული? უფ ეს შურიანი ხალხი რააა....
13:19 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!!
ეხლა შენ ძალიანაც ნუ გაახურე...აბა სად მიწერია, რომ ეს გოგო უნდა დაისაჯოს. მე ვთქვი, ბიუჯეტიდან კაპიკი არ უნდა დაიხარჯოს მომღერალზე იმიტომ, რომ ის პირადად ვიღაცას ევასება მეთქი. ამაზე მეთანხმები?
13:04 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თქვე ჩლუნგებო!
!!!-ს ხოდა მაშინ მიყენდი და ნუ ეხები პირადად მომღერალს!ეს მარტო შენი კიარა ერის პრობლემაა, რომ ლოგიკური აზროვნება არ შეუძლიათ და მომღერლებს მიახტებიან-ხოლმე!ისე პრინციპში შურის ფაქტორიცაა, ოღონდ მარტო ფული შურთ, რატო ნიჟარაძეს და მე არავოო, რა ვისზე ნაკლები უსაქმურები ვარტოო:Dფული გინდათ??ადექით და იმუშავეთ!მე 3 სამსახური მაქვს!
13:01 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დაააა
ბიუჯეტი ხალხისაა.
12:49 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!!
შე მართლა ჩლუნგო, მოგწონდა და გადაუხადე შენ ფული, შეიძინე მაგის დისკები რასაც გამოუშვებს ყველა შენ პირადად, მაგრამ გატყავებული ხალხის ბიუჯეტიდან კაპიკი არ უნდა დაიხარჯოს მომღერალზე, რომელიც ვინმეს პირადად ევასება. გასაგებია? მართლა ჩლუნგო!!!!
11:55 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
შოუბიზნესი ნიშნავს შოუთი ბიზნესის კეთებას. და ამ ბიზნესს დიდი ფული შეაქვს ბიუჯეტში. როდესაც შოუთი ბიუჯეტის ფული იხარჯება, ეს ბიზნესი არაა, ესაა შოუთხარჯი. ხოდა ესენიც შოუბიზნესის კი არა შოუთხარჯის წურბელები არიან და არა შოუბიზნესის ვარსკვლევები. ამიტომაც სძულთ ხალხს და ნუ უკვირთ!!!!
11:52 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
:DDDDD
ვარსკვლავები იქეთ ეწევიან ქველმოქმედებას. ბიუჯეტზე მიმჯდარი მუსიკოსი ვარსკვლავი კი არა, რაცაა რომ დავწერო, ცენზურა არ გამიშვებს:)) ვარსკვლავებოოო.....ფრთხილად იყავით კიდევ უფრო არ აგიზგიზდეთ:))
11:48 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თქვე ჩლუნგებო
აუ რა შეჭამეთ რაა ეს ადამიანი! თუ ქონდა პრივილეგია და ვიღაცას ეს უფრო მოწონდა ვიდრე სხვა, რა თქვენი საქმეა?ßთქვენ არ იმღერებდით როოო???რა გაატრაკეთ რააა, თქვენი მოსაწონი ხომ ვერავინ ვერ გახდა! თოფურიას გამზდელს აგინებთ რუსების მონაო, ეს გოგო აქ ჩამოვიდა და ნაციონალების კახპავო!!რა სირი გინდათ??სუფთა ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია რაა! ჭორით და სიბოროტით სუნთქავს და იკვებება ეს დედააფეთქებული ქვეყანა! ან ეს პატარა გოგო-ბიჭები ასე რამ დაგბოღმათ, რეებს წერთ, გარეთ გაეთრიეთ და გაეპრანჭეთ ვინმეს, რა თქვენი საქმეა პოლიტიკა!ვააა ამისთანა დურაკი ახალგაზრდობა არცერთ ქვეყანას არ ყავს
11:44 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარა
კაი სოფიკო, ვიცით რაც ხდებოდა. შენს გარდა ნიჭიერი არავინ იყო?! მარტო შენზე წერდნენ, შენ ასრულებდი ყველა ჩამოსულ ვარსკვლავთან დუეტს, მარტო შენს კლიპებს იღებდნენ.. სხვები ვერ მღეროდნენ თუ რატო ნეტა? ან სად გაგონილა ბიუჯეტიდან კლიპების გადაღება? ყველა თავისი სახსრებით აკეთებს კლიპს.. ვისაც აირჩევდი უცბათ თბილისში გაჩნდებოდა კონცერტით და შენთან დუეტს ასრულებდა.. დავიბრმავოთ თვალები? პრივილეგიებით რომ სარგებლობდი აღიარე ახლა.. :) მესიმპათიურები და მომწონხარ ძალიან, წარმატებებს გისურვებ , თუმცა რაც მართალია უნდა ითქვას..
11:27 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Nia
სოფო, შენ წითელ კაბებს და სცენაზე ტაშ-ფანდურს მერჩინა და დღემდე მირჩევნია, საოპერაციო ბავშვებს სახელმწიფო აფინანსებდეს და არ იხოცებოდნენ საერთოდ ბავშვები მშივრები! ესაა ქვეყნის წინსვლა. კურტიზანი ხარ ჩვეულებრივი და მოკეტე მაინც! პ.ს. ამის ქომაგთა საყურადღებოდ - საბედნიეროდ, ამისი შესაშური არაფერი მჭირს!!!!
11:03 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS