17 თებერვალი, 2014
სოფო ნიჟარაძე მასზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს პასუხობს - ''ვაი, თქვენს პატრონს…''
''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი დღეს, გაზეთ ''ვერსიაში'' უფლებადამცველთა გაერთიანების თავჯდომარე ნიკოლოზ მჯავანაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ''მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ'' ნამდვილად სკანდალური გახლავთ.

მასალაში მოყვანილია დოკუმენტები, რომელის საშუალებითაც მჟავანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ საკააშვილისდროინდელ სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს.

''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი
წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი.

აღნიშნული დოკუმენტებში ფიგურირებს მომღერალი სოფო ნიჟარაძის სახელი და გვარი. მასალაში 2009 წლის საახალწლო კონცერტის და სოფოზე დახარჯული თანხები ცალკე გამოყოფილი.

2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

სოფო ნიჟარაძე სტატიას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გამოეხმაურა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

''დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს?

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნინა
მე მიყვარს ანაკალიას ფიქრია მამფორია მღერის :*
21:00 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
რაღაც უაზრობაა :@ სამწუხაროდ ბევრი უსაფუძლო ბრალდებაა კი ბატონო მღEროდა სოფო თითქმის ყველგან, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი და განუმეორებელი ამ განსაკუთრებული პატივით:$. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ანაკლიის კლიპი ნიჟარაძეს მიაწერეს ლამის არადა საინტერესო არის ბევრი რამ:/ :@ მაგალითად ის რომ ის იქ სულაც არ მღერის და სხვა არის იქ სულ სხვა
14:43 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ჟურნალისტებმა ნუ თუ მაგდენი არ იცით? ანაკლიის კლიპტან სოფოს რა კავშირი აქვს? რას გადაეკიდეთ ამ გოგოს? კლიპში სხვა მომღEრალია ფიქრია მამფორია! სოფიკოს შეეშვით!!!
14:03 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ანაკლიის კლიპში სოფო არ მღერის!!! ვაი თQვენს პატრონს
14:00 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ცოტნე
ჭორების კაცების ქვეყანა ვართ! უსაქმურები დადიან ამხელა მუტრუკები და თავის ბილწ აზრებს აფრქვევენ! სუფო ბიონსე არაა მაგრამ არც არავის დასაცინი და დასაყვედრებელია!
15:39 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვიალი
ტბილისელებო აზზრზე მოდით და გამოცოცხლდით. რომ მოგიკვრიათ თქვენი ზხაპრით ავსებული გუდანაბადი და ხალს უყვებით ალია მალიას. ამ ყველაფერს დასასრული ახარ ააქვს? დაიხალა ხალხი ბლეფში ცხოვრებით. საქართველო დედაქალაქიდან ფასდება. დააფასეთ თქვენც რომ იგივე მიიხოთ. ეს ყველას ქართველის სამშობლოა და პატივი ვცეთ.
02:02 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
500 ლარი ხოო :)))))))კარგი რა სოფიკო კარგი რაა:))))
15:38 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯი
ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ჭორი, გულწრფელად ვამბობ, რასაც სააკასვილზე და მის გარემოცვაზე ამბობდნენ ყველაფრის მჯეროდა, ახლა ძაან მრცხვენია რომ ეგრე იყო. რატომ???? იმიტომ რომ ვერაფერი ვერ დაამტკიცეს, დაამტკიცონ და დავუჯერებ, აღარც იმისი არ მჯერა რომ ჟვანია მოკლეს, არარც იმის რომ ლარი მიქონდათ ბენიზინიდან და შუქის და გაზის გადასახადებიდან თეთრები. მადლობა ღმერთს რომ პატარა ვარ ასაკით და ბევრი რამე ვისწავლე, იმათ რა ეშველებათ 30 წელს რომ უკაკუნებენ და მეტს და ვერ სწავლობენ იმას რომ ჭორებს მტკიცებულების გარეშე არ უნდა დაუჯერონ???? დავიღალეთ რაა. ესენი ჭორებს თხზავენ ერთმანეთზე და ქვეყნისთვის არავინ არაფერს აკეთებს. ჭორები ვჭამოთ მართლა და მართა? ამ მთავრობას ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და ბევრი ლარააკის გარეშე დაიჭირონ ვინც დასაჭერია, თავიანთი ჭორები კი მოგვაშორონ და დაგვასვენონ.!!!
14:19 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თქვე ჩლუნგებო
!!!-ს სად შეეხედა როცა უკვე წერ, რომ "პირადად ვიღაცს ევასება"-ეგ უკვე ჭორის გაპიარებაა:D:Dიმიტომ რომ იმას იმეორებ რასაც პრესა ჭორაობს, რომ მომღერლებს თურმე პირადი ინტერესების საფუძველზე ამრერებდნენ და ფულს უხდიდნენო:D:Dრათქმაუნდა არ უნდა დაფინანსდნენ ბიუჯეტიდან, ამაში სავსებით გეთანხმები, მაგრამ თუ მაინც დაფინანსდებიან ეგ უკვე მომრერლის კიარადა სახელმწიფოს ბრალია და ხალხსაც ადრესატიც არ უნდა შეცვალოს და ნამდვილ დამნაშავეს უნდა მოტხოვოს პასუხი და არა მომრერალს! ამაშია მტელი ფილოსოფია! აქ ყველა მომრერლებს ლანძღავს, მის მაგიერ რომ ორგანიზატორებს მოეტხოვოს პასურხი!
13:48 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თქვე ჩლუნგებო!
სმაილკა მერე მომღერლის ბრალია ეგ??მე 3 სამსახური მაქვს და ბევრი აქ მპოსტველი უსაქმურებისაგან განსხვავებით მექვიტება კიდეც გადასახადები!ისე მომრერლებიც იხდიან გადასახადებს!ნიჟარაძე და თუ გინდა სხვა მომრერლებიც მივიდნენ ბიუჯეტში და ტავისით დარიცხეს ხელფასები????ცატარდა კონცერტი, მიიწვიეს ესენი, იმრერეს და აირეს ხელფასი, რა არის ამაში ასეთი შეუგნებელი??წადი შვილი და მთავრობა ლანძღე, ის პარლამენტი ლანძღე, ვინაც ასე დააკანონა, თორემ ნიჟარაძე რა შუაშია გეკითხები?????სულ არ ვარ ქართველი მომნღერლების მსმენელი, მაგრამ უშუალოდ ესენი არ არიან დამნაშავეები! მაგრამ დაფიქრებას ტვინის განძრევა უნდა, ტვინის განძრევას კიდე ცოდნა-განათლება, რაც "სუდარუშკებით"ნაყიდ ნიშნებზე გაცემულ ატესტატიანებს არ შეუძლიათ:D:Dგანათლდი ცოტა და მერე იყავი ვითომ სარკასტული, სინამდვილეში სასაცილო!ისე მეც კაი ცლუნგი ვარ ჩემს სვებულებას თქვენტან კამათში რომ ვიფუჭებ!
13:44 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS