ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა.
12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, პიარ-სპეციალისტი მეკო აბრამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს: "რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის
Nikoloz Basilashvili ბრავო!
უარი ბევრი სპორტსმენისთვის გამხდარა უდიდესი წარმატების საწინდარი და აშკარაა, ასე მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შემთხვევაშიც.
უარით გასტუმრებული ნიკოლოზ ბასილაშვილი მას შემდეგ არაერთ ტურნირზე წავიდა და საქართველო არაერთხელ ასახელა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩრდილში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას და უდიდეს დროს მხოლოდ სპორტს და ოჯახს უთმობს, მაგრამ არასდროს არ ავიწყდება გაჭირვებული ბავშვები და სხვა ადამიანები. რომლებსაც ის ყოველთვის ეხმარება და ცდილობს ეს ამბავი არ გაახმაუროს.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ დაწერა მამა ანთიმოზმაც, გაჭირვებაში დარცენილ, სნეულ ბერს, რომელიც დახმარებას ინტერნეტში ითხოვდა და წერდა, რომ ყველამ მიატოვა, ნიკა ბასილაშვილი დაეხმარა.
"ნიკა ბასილაშვილი
შეიძლება ეწყინოს ნიკას, მაგრამ არ შემიძლია საჯაროდ მადლობა არ მოვუხადო. არც მითხოვია, გულთან ახლოს მიიტანა და შემეწია უპავარ ბერს. ღმერთმა დალოცოს! სიკეთე ერთი ათასად დაბრუნდება.
დედამიწაზე ერთი ადამიანიც საკმარისია, რომ ვიცხოვრო და ცხოვრებას აზრი მიეცეს.
მადლობა მეგობარო!
არქ.ანთიმოზ ივერიელი".