გიორგის მამა მუსიკის კრიტიკოსი კახი თოლორდავაა, რომელიც მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ბაჩოს როლით გაიცნო.
გიორგი თოლორდავა ლარისა გუზეევასა და კახა თოლორდავას ერთადერთი ერთობლივი შვილია. წყვილმა 1991 წელს გაიცნო ერთმანეთი, იქორწინა და ვაჟი შეეძინათ, თუმცა, ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. გუზეევა და თოლორდავა ერთმანეთს დაშორდნენ. მსახიობს
ლარისა საქართველოში თავის გოგონასთან - ლელესთან ერთად ჩამოფრინდა. იგი თვლის, რომ გაუმართლა რძალში: "ის ნამდვილი სასწაულია, ჩემი საყვარელი ანიჩკა. ყველაზე ლამაზი პატარძალია მსოფლიოში", - ამბობს დედამთილი.
პატარძალმა მთელი საღამოს განმავლობაში 2 კაბა გამოიცვალა. ჯვრისწერაზე საზეიმო კაბა, ხოლო ბანკეტზე ელეგანტური მოკლე კაბა ეცვა ნახეთ ვიდეო+ფოტო