17 თებერვალი, 2014
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას ჯვრისწერაზე - ''არც ერთი ფოტო არ მინახავს''...
მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძესა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. მართალია, წყვილმა გადაწყვიტა ცერემონიალი პრესისთვის საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ნანუკა ჟორჟოლიანი გვპირდებოდა, რომ მათ ჯვრისწერას ექსკლუზიურად მის გადაცემაში ვნახავდით, მაგრამ სოციალური ქსელი და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოები უკვე მეორე დღეა სალომე და გიორგის ქორწილის ფოტოებმა დაიპყრო და ცეკვის ვიდეოებიც კი გავრცელდა.

Rating

მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძესა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი. ამიტომ
გიგის ტელეფონზე დავურეკეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- გიგი, სალომეს და გიორგის ქორწილი რომ ჰქონდათ, ალბათ გაიგეთ?
- კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მე და სალომე როცა შეყვარებულები ვიყავით, მაშინ რომ სვამდით ჩვენს შესახებ კითხვებს, გასაგები იყო, მაგრამ ახლა მათ თავიანთი ოჯახი აქვთ და წარმატებები მათ.
- ვნახე, რომ ''ფეისბუქზე'' მათი ქორწილის ფოტოები მოწონებული გქონდათ. გიორგი ვარდოსანიძესაც ბევრი თქვენი ფოტო ჰქონდა მოწონებული...
- მე გიორგი და სალომე არ მყავს მეგობრებში. ჩემი სახელით ბევრია დარეგისტრირებული ''ფეისბუქზე'' და მათ ფოტოებს ალბათ ისინი იწონებენ.
- მათი ჯვრისწერის ფოტოები თქვენც რომ გქონდათ მოწონებული, ვიფიქრე, ქორწილშიც ხომ არ იყო-მეთქი.
- კი, ქორწილშიც ვიყავი და მეჯვარედაც ვიდექი (იცინის). როგორც ჩანს, გიორგი ვარდოსანიძეც ბევრია და ერთ-ერთი მოიწონებდა ჩემს ფოტოებს. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, არც მათ ფოტოებს ვალაიქებ. მათი ქორწილის არც ერთი ფოტო არ მინახავს. უბრალოდ გავიგე, რომ ქორწილი ჰქონდათ და მათ ბედნიერებას ვუსურვებ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
გუგული
იმდენად სკანდალური წყვილია, რა ოჯახი ექნებათ პასმოტრიმ
18:41 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუსი
რა გოგო დაკარგე ჟორააააა
18:33 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სირცხვილიაა
რატომ ურეკავთ გიგის და რატომ ეკითხებით ამ ქორწილის შესახებ.. რა უბედურობააააააა, მეტი საქმე არ გაქვთ, გიგი არის ყოფილი, გიოგი ეხლა ქმარია და იმდენს ნუ იზამთ რომ დაასოროთ ეს წყვილი. ხოო ჟურნალისტები მაგას გააკეტებტ თუ არ გაჩერდებით
17:56 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
lia
ისე სხვის უბედურებაზე ზალიან ზბელია ბედნიერებას მიაგწიოს ადამიანმა
17:45 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სალომე ჭაჭუა ჯერ გაჩეჩილაძესტან სიყვარულობდა ახლა ვარდოსანიძე..და ამას ეძახით სიყვარულს?ეს ჟურნალისტიც რა უაზრო შეკითხვას აძლევს გაჩეჩილაძეს
17:23 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS