17 თებერვალი, 2014
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას ჯვრისწერაზე - ''არც ერთი ფოტო არ მინახავს''...
მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძესა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. მართალია, წყვილმა გადაწყვიტა ცერემონიალი პრესისთვის საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ნანუკა ჟორჟოლიანი გვპირდებოდა, რომ მათ ჯვრისწერას ექსკლუზიურად მის გადაცემაში ვნახავდით, მაგრამ სოციალური ქსელი და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოები უკვე მეორე დღეა სალომე და გიორგის ქორწილის ფოტოებმა დაიპყრო და ცეკვის ვიდეოებიც კი გავრცელდა.

Rating

მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძესა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი. ამიტომ
გიგის ტელეფონზე დავურეკეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- გიგი, სალომეს და გიორგის ქორწილი რომ ჰქონდათ, ალბათ გაიგეთ?
- კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მე და სალომე როცა შეყვარებულები ვიყავით, მაშინ რომ სვამდით ჩვენს შესახებ კითხვებს, გასაგები იყო, მაგრამ ახლა მათ თავიანთი ოჯახი აქვთ და წარმატებები მათ.
- ვნახე, რომ ''ფეისბუქზე'' მათი ქორწილის ფოტოები მოწონებული გქონდათ. გიორგი ვარდოსანიძესაც ბევრი თქვენი ფოტო ჰქონდა მოწონებული...
- მე გიორგი და სალომე არ მყავს მეგობრებში. ჩემი სახელით ბევრია დარეგისტრირებული ''ფეისბუქზე'' და მათ ფოტოებს ალბათ ისინი იწონებენ.
- მათი ჯვრისწერის ფოტოები თქვენც რომ გქონდათ მოწონებული, ვიფიქრე, ქორწილშიც ხომ არ იყო-მეთქი.
- კი, ქორწილშიც ვიყავი და მეჯვარედაც ვიდექი (იცინის). როგორც ჩანს, გიორგი ვარდოსანიძეც ბევრია და ერთ-ერთი მოიწონებდა ჩემს ფოტოებს. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, არც მათ ფოტოებს ვალაიქებ. მათი ქორწილის არც ერთი ფოტო არ მინახავს. უბრალოდ გავიგე, რომ ქორწილი ჰქონდათ და მათ ბედნიერებას ვუსურვებ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
პაშკა
ხალხო რა არის აქ გაუგებარი? ამ წყვილს უყვარდა ერთმანეთი და მათი ურთიერთობა დაგვირგვინდა ჯვრისწერით. მერე? აქ რა არის გასაკვირი? ყავდათ შეყვარებულები და დაშორდნენ, დიდი ამბავი, თქვენ არ გყოლიათ შეყვარებულები და არ დაშორებულხართ? რა ამბები ატეხეთ?
19:32 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
berita
ძალიან მომწონდა ეს ბიჭი და ახლა ხომ საერთოდ...ერთი რამე მიკვირს მხოლოდ, როცა ასე უყვარდათ ერთმანეთი რომ სულ ჩახვეულები იყვნენ, ასე სწრაფად როგორ უყვარდებათ ახალი?სალომე მყავს მხედველობაში.მიყვარდეს, ღიად ,საჯაროდ, არ ვერიდებოდე კოცნა-ლოშნას და ასე უცბად გადავუყვარო?ზნაჩიტ--ფანდი იყო...რატო? -ყველა ეკიდა? აი მაგას ვერ ვხვდები.ღმერთმა ბედნიერები ამყოFოთ ორივე ცალ-ცალკე.
03:55 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
აუუ ზუსტად რაა... გიგის მეტი არააქვს სადარდებელი... დარწმუნებული ვარ სალომეზე ბევრად უკეთესი გოგოები ეხვევიან გარს...
21:26 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მართლა ხდა რა გაუხურეთ ამ ბიჭს საქმე? და ფეისბუკი რომ არ ყოფილიყო, ნეტავი რას როგორ მოიფიქრებდით? სტატიას გამაზავდით... გიგი, ძალიან მომწონხარ, ნეტავი შენი ასაკის ვიყო ;)
17:52 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აუ რა შეუწუხეთ ამ ბიჭს გული რააა...დაანებეთ თავი...მეტი დასაწერი არაფერი გაქვთ?
13:16 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
კი მიგიხვდი რო ღადაობდი მარა ალბათ დაინახავდი რამდენს აეწვა ერთი ადგილი ხო?დალოცვისთვის და დღეგრძელობისტვის მადლობა მეც ანალოგიურს გისურვებ!
18:39 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლონდა
სალო უმაგრესი ხარ,გილოცავთ გიგიზე უკეთესი და გიორგიზე უკეთესიც გეკუთნოდა მე თუ მკითხავ.დედოფალი ხარ:*
18:23 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გოჩას
გოჩა ეგ ხუმრობით თორე ღმერთმა გაგახაროს და გადღეგძელოს ორ საუკუნეს შენც და გიორგი და სალომეც და გიგი გაჩეჩილაძეც თავის შეყვარებულთან ერთათ:)
17:54 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
2000
ჭორიკანა ხალხი ხართ-კაცი და ქალი ტანაბარი უზრდელობით ჭორაობთ.მიხედეთ ტქვენს საქმეს .
16:02 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტიტუუუუუუუუუ
რა დღეში აქ ნევრები საცოდავ გოჩას,რავა ქალავით იწყევლები შენ მეისპე მალე
15:17 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS