30 აგვისტო, 2018
როდის აჩენს მეოთხე შვილს და ჩაცმის როგორი სტილი აქვს 9 თვის ორსულ ანუკი არეშიძეს - ფოტოები "ინსტაგრამიდან"
ანუ­კა არე­ში­ძე და კახა კა­ლა­ძე მე­ო­თხე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. ბავ­შვის სქე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ წყვილს სამი ბი­ჭის შემ­დეგ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნე­ბა.

დი­ზა­ი­ნერ­მა ორ­სუ­ლო­ბი­სას 22 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა, ზედ­მე­ტი წო­ნაც ძა­ლი­ან მო­იხ­დი­ნა და ორ­სუ­ლო­ბა­შიც იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ანუ­კი დახ­ვე­წილ სტილს არც ორ­სუ­ლო­ბი­სას ღა­ლა­ტობს და მუდ­მი­ვად აცვია გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი სა­ორ­სუ­ლო სა­მო­სი, რო­მელ­საც საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩევს. მის სა­მოს­ში კვლავ ჭარ­ბობს ვარ­დის­ფე­რი და ხა­კის­ფე­რი ფე­რე­ბი.

ორ­სუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და "ინ­სტაგ­რამ­ზე" თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ათავ­სებს ახალ-ახალ ფო­ტო­ებ­სა და
"სთო­რებს". ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, სა­დაც ანუ­კის Zara-ს ხა­კის­ფე­რი კაბა აც­ვია, დი­ზა­ი­ნერ­მა მი­ა­წე­რა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ჩა. ანუ­კის გა­მომ­წე­რე­ბი წე­რენ, რომ ის ულა­მა­ზე­სი ქალი და სა­მა­გა­ლი­თო დე­დაა.

ორ­სუ­ლო­ბის ბოლო დღე­ებს თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლე საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში ატა­რებს, მას­თან ერ­თად არი­ან მისი და კახა კა­ლა­ძის შვი­ლე­ბი - ლე­ვა­ნი­კო, კახი უმ­ცრო­სი და პა­ტა­რა ვაჩე.

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანუ­კი არე­ში­ძე მე­ო­თხე შვილ­საც სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ა­ჩენს. დი­ზა­ი­ნე­რი იტა­ლი­ა­ში იმ­შო­ბი­ა­რებს. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, წყვი­ლი პა­ტა­რას სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 სექ­ტემ­ბერს ელო­დე­ბა. კახა კა­ლა­ძე კი იტა­ლი­ა­ში 4 სექ­ტემ­ბერს გა­ემ­გზავ­რე­ბა.

დაათვალიერეთ ფოტოები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS