გიორგი შენგელაიას თქმით, მან საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო გადაწყვიტა.
“საპრეზიდენტო კანდიდატად იმიტომ ვრეგისტრირდები, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან არ უჭირს. მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი რომ არ იყოს, ქვეყანას ასე არ გაუჭირდებოდა”, - აღნიშნა მან.