16 თებერვალი, 2014
ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“
მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა... „კაფე გალერიში“ ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.

მათ შორის გახლავთ მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა
იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში.

როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის.

მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა.

პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას სტატუსი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა და ღიად დაუწერეს, რომ მისი შვილი, ნინი ქარსელაძეც სტუმრობს ამ კაფეს, მომღერალს განმარტების გაკეთება მოუწია.

„განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს:

დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის. ისიც მსმენია, როგორც ამბობს, რომ ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს ამ კლუბში. კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ

1. ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით.

2. უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს.

3. კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.

4. უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად.

5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა.

მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა...

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ზზზზზზზზზზ
და ახლა გაიგეთ ვითომ ეგ ამბვაი ხო? აქამდე არ იცოდით რო უკვე პადიზდებში ეწევიან მაგ ბიო პლანებს და ყველა კლუბებში, მოდი რა ნაცარს ნუ შევიყრით თვალებში,
21:40 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
ქალბატონო ხატუნა მართალი ხართ ეგ კაფე კი არა მტლიანად საქარტველოა მისახედიი მარტო მანდ კი არა ყველაგნ კაიპსჰი დადიანნ ქუცჰასჰიი მეტროებსჰიი და ყველგან. ჯობიაა კარგად მიხედონნ ამ მტავრობამ ხალხსს რაა ტორეე გადავიცჰეხეტ უპსკრულსჰიი უკვეე. ერტიი რამე კაი დადებითი მიტხრან რაც კაი გაუკეტებიატ არაპერიი ყველაპერიი ცუდიი ნაციხრები გარეტ. ხალხი მსჰიერი.ჯოპები აქვტ მტვარობის ხალხს. ცჰვენ რაა ვირის პეზები. ფუფუუ საზიზგარი ქვეყანაა ფუფუუუუ და უპატრონო ქვეყანა
21:29 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯიმი
ნიშნის მოგებით არ ვიძახი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ამ ქალბატონის ოჯახის წევრებში არაერთი ნარკომანია, ტანაც მინიმუმ 20 წლის სტაჟით და ეს ღარიბაშვილის ბრალია ვითომ? მე თუ მკითხავთ, უბრალოდ ნაცების სახოტბე რამის დაწერა უნდოდა და დაწერა ადამიანმა. ისე კი ქალბატონო ხათუნა, ცოცხით არ კეთდება საქმე, არ დაიჯეროთ.
21:13 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
ეს ქალბატონი მართალია, უნდა აღრმოიფრქვას ეს საზიზღრობა, დაჭერაც ცოტაა გამსაღებლისთვის...დასახვრეტი არიან, რადგან რამდენ დედას უკლავენ შვილს, იმისთვის რომ გამდიდრდენ...მართალია იტყვიან ძალით არავინ ატენითო...მაგრარამ ეს საზიზღრობა გაანადგურეთ თავის საზიზღარი გამსაღებლებით....ბატონო შოთა თქვენ მოგმართავთ, მშობელმა და სახელმწიფომ უნდა მიხედოს...სახელმწიფოში რომ არ იქნება და ხალხს შისი ექნება...ყველაფერი გათახსირდა უკვე
21:11 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
თქვენი არჩეულია ეს ბანძი მთავრობა დროა ხალხი გამოფხიზლრდეს მთავრობა ღუპავს საქართველოს
20:54 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად დადის,მთავარია პრობლემა აღმოიფხვრას!
20:51 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზი
საქართველოში ახალგაზრდობის ნახევარზე მეტი დეგრადირებულია,მთლიანად უნდა გაუქმდეს ყველა სათამაშო ე.წ.სათამაშო ბიზნესი,მართლმადიდებელი ქრისტიანი ქვეყნისათვის ეს "ყომარბაზული"ცენტრები წარმოუდგენელია.თუ ხელისუფლება არ გააუქმებს მაშინ ხალხი თვითონ მოიყვანს სამართალს,როგორ........
20:46 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
შოთა
სახელმწიფომ კი არა თქვენ უნდა გაზარდოთ შვილები ისე რომ იქ არ წავიდნენ. იმ ქალისა არ იყოს, ქმარს რომ თავად ჩაახდევინა საცვალი, ხელები ცომიანი მაქოო და სხვას რომ მისცა ტუალეტში, ასე რომ ვერავის ვერაფერს აუკრძალავ. შვილები თავად უნდა გაზარდოთ. მეც არ მომწონს ბოზობა, მაგრამ წაირეთ ამ ბოზობითა და გარყვნილებით ტვინი და რა ვქნა მეე, გიჩივლოოთ?
20:17 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინაკა
ვეთანხმები ჟორდანიას. უნდა აიკრძალოს და დაიხუროს ასეთი სამარიაჟო ადგილები.
19:57 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ეს არის დღევანდელი თაობის დეგრადაცია და მათი ინტერესები.იმდენად ზედმეტად კარგი პირობები შეუქმნეს მშობლენმა,რომ რაღა აკეთონ აღარ იციან.ეს კაფე ერთი ჩვეულებრივი საროსკიპოა და მიმაჩნია,რომ ასეთივეა ყველა ღამის კლუბი.განტვირთვისთვის თეატრი,კარგი ფილმი,კარგი წიგნი და ასე შემდეგ უამრავი საშუალება არსებობს.ეს კი გახრწნილების პროპაგანდაა და სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდობის დაავადების ნიშნები.ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას,ამისთვის იბრძვიან მსოფლიოს მასონები და ამიტომ მივექანებით ევროპისაკენ.
19:55 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS