16 თებერვალი, 2014
ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“
მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა... „კაფე გალერიში“ ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.

მათ შორის გახლავთ მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა
იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში.

როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის.

მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა.

პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას სტატუსი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა და ღიად დაუწერეს, რომ მისი შვილი, ნინი ქარსელაძეც სტუმრობს ამ კაფეს, მომღერალს განმარტების გაკეთება მოუწია.

„განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს:

დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის. ისიც მსმენია, როგორც ამბობს, რომ ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს ამ კლუბში. კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ

1. ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით.

2. უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს.

3. კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.

4. უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად.

5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა.

მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა...

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ნაციონალი
ხათუნა გეთანხმები დაა ეს ხალხი რომ ბრმაა ამაში დარწმუნება საღ აზრზე მყოფთ აღარ გჭირდებათ არ გეღალატათ ნაციონალებისთვის და ქე იქნებოდით ეხლა წყნარად .. უბრალდო ეს ბავშვები მეცოდებიან ვინც გაუაზრებლად და ვირაცეის აყოლით იღებს ნარკოტიკებს ამათ მშობლები ხო ყავთ?? ხოდა იმ მშობლების დამსახურებაა დღეს დღეობით რაც ხდება საქართველოშო და ნუღარ წუწუნებენ საკუტარი შვილი რომ წამლის კაიფში გაეპატებათ ... გონს მოეგეთთთთთ რადროს ოცნებაა რა დრღუპებათთთ
04:16 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აი ეგ იყო ყველაზე მთავარი და დიდი მიღწევა მიშასი რომ, აღმოფხვრილი იყო თითქმის ბოლომდე ეგ პრობლემა, მე არავისტი არ ვარ მაგრამ აფთიაქში ვერ შევსულვარ ახალგაზრდამ ინსულინის შპრიცები რომ არ მოითხოვოს, აი ეს ნამდვილად არ ხდებოდა ორი წლის უკან, და არც სადარბაზოში არ ეყარა შრპრიცები ეხლანდწლისგან განსხვავებით, სამწუხარო რეალობა ესაა!!!
00:57 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მია
ვეთანხმები ქალბატონ ხათუნას..
00:46 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
ვეთანხმები ქალბატონ ხათუნას! იმედი მაქვს პრემიერ მინისტრიც და შინაგან საქმეთა მინისტრიც სერიოზულად მოეკიდება საკითხს და შესაბამის ზომებს მიიღებსრათა აღმოფხვრას ნარკოტიკებით ვაჭრობა და მოხმარება!
23:59 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ადამი
შე კაი ქალო, თუ შენს 1 შვილს ვერ ვერ ერევი და მაინც დადის იმ კლუბში, ღარიბაშვილს რას ერჩი. მაგან გაგიზარდოთ შვილები?
23:52 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
უიიიიიიიიიიიი ჟორდანია მომღერალი ყოფილა?
23:37 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბადრი555
გაგებით ქალბატონო ხათუნა გაგებით უნდა მოეკიდოთ ასე დაგვარიგა "დიდმა" ბიძომ, პირველი წელი იქნება ძალიან ძნელი, მეორე წელი უფრო უკეთესი, მესამე წელი იქნება მეორე წელზე უკეთესი ხოლო მეოთხე წელში ვიცხოვრებთ კომუნიზმში, თუ მივაღწიეთ მეოტხე წელს. ამაზე მანამდე უნდა გეფიქრათ ვიდრე მოიყვანდით ამ უგვანოებს.
23:35 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა ვქნათ ქ-ნო ხათუნა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ამბავს. :(
22:08 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მომხმარებელიც დ. გამსაღEბელიც უნდა შეკრიბო და დახვრიტო, დაჭAობებული არსებები, სული ბოროტზე აქვთ მიყიდული
22:03 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ძალით არავინ არავის არ ტენის ნარკოტიკებს ასე რო....
21:50 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS