16 თებერვალი, 2014
ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“
მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა... „კაფე გალერიში“ ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.

მათ შორის გახლავთ მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა
იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში.

როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის.

მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა.

პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას სტატუსი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა და ღიად დაუწერეს, რომ მისი შვილი, ნინი ქარსელაძეც სტუმრობს ამ კაფეს, მომღერალს განმარტების გაკეთება მოუწია.

„განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს:

დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის. ისიც მსმენია, როგორც ამბობს, რომ ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს ამ კლუბში. კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ

1. ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით.

2. უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს.

3. კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.

4. უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად.

5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა.

მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა...

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
...ამ მთავრობას !!!! ...სულ თქვენი ბრალია!!! სულ თქვენი ამბავია!!!! ...ეს უვიცი, დემორალიზირებული, უინტელექტო, გამატრაკვეცებული, გაიდიოტებული ლაწირაკები, რომ ნარკომანობენ!!! ...მშობლები, დედა-მამა, ოჯახის წევრები, მორალი, ოჯახის შვილობა, აღზრდა რა მშობლის საქმეა!!! მთავრობამ უნდა იზრუნოს... ...მშობლებს სად აქვთ დრო ამ თავისი შვილების მატრაკვეცობას და კაიფს ადევნონ თვალი... შვილების მატრაკვეცობას და კაიფს, რომ თვალი ადევნონ შვოთონ როდის იკაიფონ??? ...ხოდა დაერიეთ ეხლა პოლიციის მეშვეობით და ის შეძელით, რაც არცერთ დროს არცერთ სახემწიფოს არ გაუკეთებია... პიროვნების და მოქალაქის მორალური სახე შექმენით.
17:18 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დიახ,უნდა დაიხუროს გალერიც და სხვა ბევრიც,და კიდევ სადამდე უნდა მივიდეტ რომ აიკრზალოს ტოტალიზატორები და პოკერები.გაიგეტ ხალხო ნადგურდება ერი,ვტხოვ საპატრიარქოს მხარსჰი დგომას
15:56 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ვისაც რისი გაკეთება უნდა მაინც გააკეთებს და ეს ყველაფერი წლების წინაც ხდებოდა,ახალი მთავრობა არაფერ შუაშია,მაგის ინიციატორები ზუსტად მიშა და მისი მონები იყვნენ და არიან დღემდე.
13:50 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
თუ რამე იყიდება სისტემატიურად, პოლიციის გარეშე ვერ გაყიდება.დასკვნები თქვენთვის მომინდია.მორჩით ლანზგვას.ვის რა უნდა აწავლოთ.რეებს წერთ რა უბედურებაა?
11:59 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დეიდა ნანი
ხათუნა შვილო გეთანხმები და ასე უნდა ფიქრობდეს ყველა დედა, არ მესმის იმ შტერი ხალხის ვინც ასე არ ფიქრობს სანამ თქვენი შვილები არ შეეწირება მანამ არ უნდა მოხვიდეთ გონს? უნდა დაისაჭოს ყველა ვინც ამის პროპაგანდას ახდენს
11:17 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ხათუნა ჯორდანიას მიმართ გადმონთხეულმა ბოღმამ გამაოცა. რა არ მოგწონთ იმაში, რაც გააპროტესტა? რაც შეეხება იმას, რომ მისი შვილი დადის გალერ-იში, სწორედ ამიტომაა გასაპროტესტებელი, რომ ჩვენს შვილებს ასეთი ადგილები არ ეგულებოდეთ.....ბოღმას მოერიეთ და საქმეზე ილაპარაკეთ....
10:47 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
90-იანი
მიშამ რა როგორც აღმოფხვრა, ყველამ კარგად ვიცით, მისი შედეგია, ეს რაც ხდება!რათქმაუნდა კანონი უნდა იყოს ძალიან მკაცრი, ნარკოტიკების შემომტანის და აგრეთვე გამომყენებლების მიმართაც! ზოგიერთი ტელევიზია უკვე ღიათ, ეწევა პროპაგანდას ნარკოტიკების "დადებითი " მხარეებისა! მიშას მიმდევრებისაა სხვათასორის ეს ტელევიზია. ტაბულა! მიადევნეთ თვალყური და დარწმუნდებით, რომ ეს ასეა და გინდათ თქვათ, რომ მიშას დროს ამ ტელევიზიის დამფუძნებლები სხვანაირად ფიქრობდნენ? ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მისაღებია და ნორმალურია ნარკოტიკის მოხმარება თავად არის დეგრადირებული და საზოგადოებისთვის საშიში! ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნარკომანს ბომჟის სტატუსი აქ, და თუ არ გამოსწორდა , ბოლო ადამიანად ითვლება!აქაც ასე უნდა იყოს, ეს სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების პრობლემაა! უმკაცრესად უნდა ვებრძოლოთ ყველა ნორმალურმა ამ პრობლემას , მთავრობასთან ერთად! !!!!გავერთიანდეთ ყველა, მიუხედავათ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ეს ის საკითხია სადაც ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს!!!!
10:43 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეს!!
მომღერალი მაია დარსმელიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე „გალერიში" მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა. კლუბი ორი დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, შესაძლოა დაიხუროს. „არავითარი ნარკოტიკები არ იყიდება გალერიში!!! რაღაც ორი კინკილა კლუბი გვაქვს, სადაც მეც და ბევრი ჩემნაირი სიამოვნებით დადის, სადაც ხალხი ერთმანეთს არ გრუზავს და არავინ არ ბურღავს (აქ სხვა სიტყვა უნდა დამეწერა) ტვინს. ეს არის კლუბი, სადაც ხალხი ერთობა. საშინელებაა რაც მოხდა, მაგრამ ეს კონკრეტული კლუბის ბრალი კი არა, ქვეყანაში შემოყრილი სინთეტიკური ნარკოტიკების ბრალია. რამდენ „დუქანში" მომხდარა უბედური შემთხვევა - მაშინ „დუქნებიც" დავხუროთ", -წერს დარსმელიძე.
10:28 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველი დედა
აქ ზოგიერთის კომენტარს რომ ვკითხულობ ასე მგონია არც შვილი ყავს და არც ახალგაზრდა არის ვინმე მის გარშემო. "აუკრძალე".... დღევანდელი ახალგაზრდობა ძნელად ემორჩილება მშობლების აკრძალვებს, მაგრამ კანონს ნამდვილად ემორჩილება (სულ მთლად "ტვინნაღრძობი" თუ არ არის) ამიტომ ნამდვილად მთავრობამ უნდა იზრუნოს თითოეულ ახალგაზრდაზე, არა ცალ-ცალკე არამედ მთლიანად თაობაზე, კანონის მიღებით, კონტროლის გამკაცრებით.... რითაც გინდათ, ოღონდ გადაარჩინეთ ეს ახალგაზრდები.
09:21 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ვეთანხმები თამუნას. გამსაღებელიც და გამკეთებელიც ერთად უნდა გაჟლიტო, რომ გაიწმინდოს თაობა. დაიწყეთ ჩემით. მეზიზღება ყველა და დასანდობი არ არის არცერთი.
05:11 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS