16 თებერვალი, 2014
ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“
მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა... „კაფე გალერიში“ ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.

მათ შორის გახლავთ მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა
იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში.

როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის.

მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა.

პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას სტატუსი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა და ღიად დაუწერეს, რომ მისი შვილი, ნინი ქარსელაძეც სტუმრობს ამ კაფეს, მომღერალს განმარტების გაკეთება მოუწია.

„განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს:

დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის. ისიც მსმენია, როგორც ამბობს, რომ ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს ამ კლუბში. კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ

1. ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით.

2. უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს.

3. კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.

4. უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად.

5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა.

მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა...

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ქართველი დედა - ხათუნა ჟორდანიას
ვუერთდები თქვენს თხოვნას ქალბატონო ხათუნა! ეს ჭირი ქართველი ბავშვების გადაგვარებისთვის თვითონ გადაგვარებულმა სააკაშვილმა შემოიტანა იმ გადაგვარებული მისი სათაყვანო ამერიკიდან! მაშინ ამბობდა ახალგაზრდებს გასართობი არა აქვსო და ღამის კლუბები მოამრავლა, სადაც მხოლოდ გარყვნილება სუფევს. იქ მუსიკის მოსასმენად არავიდ დადის! კლუბები, აბსოლუტურად ყველა, ნარკოტიკების და დიდი გარყვნილების ბუდეა, 12 წლის ბავშვებსაც კი უშვებენ, განსაკუთრებით გოგონებს, რომლებიც ცოტა ხანში უკვე "კლიენტების" რიგში დგანან. ქართველო დედებო, შემოგვიერთდით! დავიცვათ ჩვენი შვილები! ბატონო ირაკლი! მოგმართავთ გამწარებული დედები! შეაჩერეთ ერის გადაგვარება! ასეთმა თაობამ როგორი შვილები უნდა შვან მომავალში? დაუნები?.. აღგავეთ პირისაგან მიწისა ეს ჯოჯოხეთის ბუდეები!!!დასაჭერია ყველა მეპატრონე, იმიტომ რომ ამ ბავშვების ხარჯზე მდიდრდებიან! ...და საერთოდ, ღამე ბევშვებს გართობა კი არა, დასვენება სჭირდებათ! სააკაშვილს კი ამისთვის ღმერთი მიუზღავს, იმედი მაქვს მისი შვილების ხარჯზე არა, კარგი ბავშვები ჰყავს და ცოდოები არიან გიჯი მამის მაგიერ პასუხი მათ აგონ ღვთის წინაშე....
12:13 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თუნდაც დაიკეტოს,რა მერე?!ვიღაცის ჯიბეს მოაკლდება ცოდვით ნაშოვნი ფული?! მაგალითი იყოს სხვებისთვისაც რომ მსგავსი ქმედება არ დაუშვან... დაკეტონ ყველა ბარი,შესაბამისად არ ექნებათ ამდენი საშუალება ამ საშინელების საკეთებლად!!!!!
11:10 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა ჟორდანიას დიდი მადლობა.
ხათუნა მართალი ხარ გენაცვალე, შენსავით რომ მსჯელობდეს ყველა დღეს ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა საქართველოში. იღუპება საქართველო, იღუპებიან ბავშვები, საიდან შემოვიდა ეს საშინელება ბიო, კრაკადილი,და ვინ ჩამოთვლის უამრავ ტაბლეტებს? სად იყო 2, 3 წლის წინ ეს ნარკოტიკები სად????????????? რა ხდება დღეს???????????? დროზე უნდა მიიღოს მთავრობამ ზომები.
10:00 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
იღუპება საქართველო ,ყოველ ნაბიჯზე ,მეტროში ავტობუსში მარშუტკაში და ასე შემდეგ სად არ შეხვდები ამათ .ასეთი ამბავი არასდროს არ ყოფილა .ვინ კრიშავს ამას ,მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მთავრობა გაარკვევს ამას.მართალია ყველგან იმდენი პრობლემაა ვერ ასწრებენ ,მაგრამ ყველაფერი დროებით უნდა გადადონ და ეს უნდა გახდეს ნომერ პირველი საქმე.
23:28 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ალეკო
გამკაცრდეს კანონი ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ! მიესაჯოთ მინიმუმ 10 წელი. ეს უამრავი კაზინოც აუცილებლად მსაშორენელია თბილისიდან.
21:19 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ერთხელ შევედი მაგ უაზრობაში გალერია თუ რაცაა დავიგრუზე არ მომეწონა აურა ეგრევე წამოვედი ბუნებაში ყოფნა მირჩევნია იმ უბედურებას.
20:12 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
პაკო
რაც შეეხება მაგ კლუბ გალერის უნდა დაიხუროს რომ მაგალითი იყოს სხვა კლუბებისთვის!!! წამლავენ ახალგაზრდობას !!!
18:55 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
იქნებ პირველ რიგში აფთიაქებში მიიღონ მკაცრი ზომები.
17:36 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი
მრთალი ხართ ქალბატონო ხათუნა,სასწრაფოდ მისახედია ეს საკითხი მაგრამ ვინმე მოიცლის ამისთვის?პირდაპირ აცჰვენებ თითჳტ პოლიციის განყოფილებაში თუ სად და ვინ არის მომხმარებელი ნარკოტიკის მაგრამ რეაგირება ნულია.ყველა პადიეზდის ყველა უბნის ყველა ქუჩის კუთხეში ნარკომანები არიან არც კი ერიდებიან ხალხს ისე იხმარენ ნემსებს.გთხოვთ იქნებ მიიღოთ ზომები.მიხედეთ გარეუბნებსაც ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ უბნის დასახელებით.პოლიციის იმედი სიმართლე გითხრატ აღარ მაქვს.
17:34 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
ვეთანხმები ქალბატონ ხათუნას.ასეთი ნარკო ბუნაგები მარტო დაიხუროს კი არა პასუხისგებაში უნდა მიეცეს მისი მფლობელი.ყველა მშობელმა ხმა უნდა აღიმაღლოს ნარკომანიის წინააღმდეგ ,თორემ არავის აქვს იმის გარანტია.რომ ეს აქლემი მის კარებთანაც არ დაიჩოქებს.გაითვალისწინოს მთავრობამ და მეტი ყურადღება დაუთმოს ნარკომანიასთან ბრძოლას.
17:23 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS