29 აგვისტო, 2018
დავით გიორგობიანის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები და 30 წლით უმცროსი მეუღლე
"ხარისხის არხის" წამყვანი, დავით გიორგობიანი მკვეთრი და საკმაოდ უჩვეულო განცხადებება-შეგონებებით, რა ხანია იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ბოლოს ბავშვებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში - "მოითხოვენ, რომ ბოდიში მოვიხადო საჯაროდ და რომ ვარ ფაშისტი და ბავშვების მტერი", - დავით გიორგობიანის პასუხი გავრცელებულ ვიდეოზე.


ბევრისთვის უცნობია, რომ დავით გიორგობიანი წლების წინ მსახიობი იყო. "ქარ­თლო­სი­ან­თა სა­კურ­თხე­ვე­ლი", "დი­მიტ­რი II", "წიგ­ნი ფი­ცი­სა", "მო­ნა­ნი­ე­ბა" და "ვა­მე­ხი მო­დის".




ყველაზე მეტად მაინც "მონანიებაში" შესრულებული როლით დაამახსოვრდა თავი მაშინდელ მაყურებელს. შემდეგ წლები მოსკოვში ცხოვრობდა,
იღებდა დოკუმენტურ ფილმებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი საქართველოში ცხოვრობს და მეგობრის - გიორგი ასათიანის არხზე მასთან ერთად მიჰყავს სკანდალური გადაცემა.

ჰყავს მეუღლე - მარიამ ხარებავა, რომელიც, როგორც ამბობენ, მასზე 30 წლით არის უმცროსი და მესამე ცოლია მსახიობისთვის...

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ჟურნალ "გზისთვის" წლების წინ მიცემული ინტერვიუდან:

"5 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა მას­წავ­ლა და ისე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, მგო­ნი, ბავ­შვო­ბა­ში ესტრა­და­ზე რომ მე­ფიქ­რა, კი­დეც მი­ვაღ­წევ­დი რა­მეს (იცი­ნის). პირ­ველ კლას­ში მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში წა­მიყ­ვა­ნეს, გა­მოც­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ იქ ცნო­ბილ­მა ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტმა - ილა­რი­ონ ჭე­იშ­ვილ­მა რომ მნა­ხა, ჩემი სმე­ნა, თი­თე­ბი მო­ე­წო­ნა და, - მო­წა­ფედ უნდა ავიყ­ვა­ნო და ჩე­მე­ბუ­რად აღვზარ­დოო, - თქვა.



წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა იყო ვი­ო­ლონ­ჩე­ლო და დავ­თან­ხმდი. 3 წელი "მა­ხერ­ხი­ნეს" ვი­ო­ლონ­ჩე­ლო და ვერ "გა­დავ­ხერ­ხე" - არ იყო ეს ჩემი მო­წო­დე­ბა. მძი­მე ინ­სტრუ­მენტს ძლივს და­ვათ­რევ­დი "ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი­დან" მთაწ­მინ­დამ­დე, ჩემს სახ­ლამ­დე, თან - 300 წლის, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი საკ­რა­ვი იყო და მაფრ­თხი­ლებ­დნენ, არ უნდა გა­გი­ტყდე­სო. ბო­ლოს ჩემს ბი­ძაშ­ვილს შემ­თხვე­ვით შე­მო­ა­ტყდა, როცა ვჭი­და­ობ­დით და მეც მეშ­ვე­ლა... შემ­დეგ, უკვე თვი­თონ ვის­წავ­ლე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა და დღემ­დე, რაც გა­მი­ხარ­დე­ბა, სმე­ნით ვუკ­რავ".





"VI კლას­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მე­ზო­ბელ­მა გო­გო­ნამ მთხო­ვა, მა­შინ­დელ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში მოქ­მედ დრა­მა­ტულ წრე­ში ჩა­სა­წე­რად წავ­ყო­ლო­დი. როცა გაგ­ვსინ­ჯეს, ის და­ი­წუ­ნეს, მე კი მი­მი­ღეს. ისეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი, გზა­ში სულ ბო­დიშს ვუხ­დი­დი...

პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკლში - "და­ბა­დე­ბა" - მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს. მას­ში აკა­კი ხი­და­შე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან "გა­მიტ­კბა" ეს მთა­ვა­რი რო­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბო­ბა მო­მე­წო­ნა. შემ­დეგ, არ­ტოს ბაღ­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც დავ­დგით - "ძვირ­ფა­სი ბი­ჭუ­ნა", "ფიფ­ქია და 7 ჯუჯა" და ბევ­რი სხვა სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლი.

თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ველ წელს არ მი­მი­ღეს, ამი­ტომ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სცე­ნის მუ­შად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რომ სტა­ჟი და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. მა­სობ­რივ სცე­ნებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მერე ვასო გო­ძი­აშ­ვილს და­ვუ­მე­გობ­რდი და მან მო­მამ­ზა­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თა­ვი­სი სიმ­ღე­რაც შე­მას­წავ­ლა - "წმინ­და სამ­რეკ­ლო" და თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და, კარ­გად რომ ვმღე­რო­დი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ გა­ლან­ძღა ტე­ლე­ფო­ნით ის ადა­მი­ა­ნი, ვინც თე­ატ­რა­ლურ­ში არ მი­მი­ღო... მე­ო­რე წელს, უკვე სტა­ჟიც მქონ­და, კარ­გა­დაც გა­მო­ვე­დი და მი­მი­ღეს".


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS