29 აგვისტო, 2018
"გადაგვარჩინეს" - რა შეემთხვა სოფო ნიჟარაძეს და დედამისს
სოფო ნიჟარაძე 112-ის სამსახურს, სოციალური ქსელის საშუალებით, საჯაროდ უხდის მადლობას. როგორც მისივე მონათხრობიდან ირკვევა, მომღერალი დედასთან ერთად, თბილისში, ლიფტში გაიჭედა და დიდხანს ვერ დააღწია თავი უჰაერობას, რომლის გამოც მას და დედამისს პანიკა დაეწყოთ.

“ლიფტი გაფუჭდა, გავიჭედეთ, გვეგონა შუქი ჩაქრა, მაგრამ არა, დაიძრა თუ არა, მალევე გაჩერდა, ვიგუდებოდით სრულიად ჰერმეტულად დახურულ სივრცეში, ლიფტის გამკეთებელს გამორთული ტელეფონი, აბსოლუტური უკუნეთი სიბნელე და ტელეფონები გვიჯდებოდა…”

სოფომ ასევე დაწერა: “პანიკა დაგვეწყო 15 წუთის მერე, საშინელი შეგრძნება ყოფილა, უსუსურები ვიყავით, არ ვაზვიადებ.
აღარც მეძინება…”

როგორც ჩანს, მომღერალი და დედამისი 112-მა გადაარჩინა. 

"გადაგვარჩინეს", "ვამაყობ თქვენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური", - დაწერა სოფომ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS