28 აგვისტო, 2018
ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძეს 800 ათასი დოლარი მოპარეს - დამნაშავე დაკავებულია
NBA-ში მო­ას­პა­რა­ზე ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის ზაზა ფა­ჩუ­ლი­ა­სა და მისი მე­უღ­ლის ყო­ფი­ლი ბუ­ღალ­ტე­რი თაღ­ლი­თო­ბის გამო და­ა­კა­ვეს. კა­ლათ­ბურ­თე­ლის ყო­ფილ­მა ბუ­ღალ­ტერ­მა რენ­დი დი უსო­უმ ფა­ჩუ­ლი­ას სა­ხე­ლით 800 ათა­სი დო­ლა­რი მი­ით­ვი­სა. რო­გორც SPORTALL.GE წერს, 62 წლის რენ­დი დი უსო­უს ბრა­ლი ორი მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი - სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პარ­ვის მუხ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­სა და 250 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მას, მე­ო­რე კი 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


Rating

ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსო­უმ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა,
საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და და 3 წლის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამას­თან, ფა­ჩუ­ლი­ას ყო­ფილ ბუ­ღალ­ტერს ჯა­რი­მის სა­ხით 618.45 დო­ლა­რის გა­დახ­დაც და­ე­კის­რა.

რენ­დი დი უსოუ ვა­შინგტონ­ში Randy Usow Accounting-ის მფლო­ბე­ლია, ზაზა ფა­ჩუ­ლია კი 2004 წელს გა­იც­ნო. კა­ლათ­ბურ­თე­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის სა­ხე­ლით კი თან­ხა თაღ­ლი­თუ­რად 2011-2015 წლებ­ში მი­ით­ვი­სა. ფა­ჩუ­ლი­ამ და მის­მა მე­უღ­ლემ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ, რად­გან სა­ბუ­თებ­ში რე­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 164 ათა­სი დო­ლა­რი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩენს კი რენ­დი დი უსოუ თა­ვის ან­გა­რიშ­ზე რი­ცხავ­და.

Rating

ორი წლის წინ ფა­ჩუ­ლი­ებ­მა დი უსო­უს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლეს, მაგ­რამ მან და­არ­წმუ­ნა, რომ ვი­თა­რე­ბას გა­მო­ას­წო­რებ­და. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS