28 აგვისტო, 2018
"ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა" - ნუკრი რევიშვილი ქალიშვილის სახელზე ტაძარს ააშენებს
ნუკრი რევიშვილის და თინა ჩხეიძის გარდაცვლილი ქალიშვილის, ტატიანას სახელზე სარკინეთში ტაძარი აშენდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ტატიანას დედა თინა ჩხეიძე წერს.

"გამარჯობა, გილოცავთ მარიამობას! არ ვიცი აქ ამის დაწერა რამდენად სწორია მაგრამ ჩვენს გარშემო იმდენმა გამოთქვა სურვილი რომ... ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე, ჩვენთვის არაფერი უთხოვია.

ბუნებრივია ჩვენც გამოვთქვით სურვილი დახმარების,ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა, ერთი მიზანი დაგვესახა რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთან ავაშენოთ
კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში.

ვისაც სურვილი გაქვთ გვერდით დაგვიდგეთ არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი იქნება თუ 5ლარი აგურს აგურზე,რომ დადებ, კედელი აღიმართებაო, ჰოდა ამ ერთობით მგონია რომ კეთილ საქმეს ყველა ერთად გავაკეთებთ.

ალექსანდრე მენაღარიშვილი, GE19BG0000000674602100, საქართველოს ბანკი, 60001138405 პირადი ნ", - წერს თინა ჩხეიძე.

Rating

Rating

ქართველი მეკარისა და ყოფილი მოდელის 9 წლის ქალიშვილი, რამდენიმე დღის წინ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

Rating

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ირაკლი
მისამართი დაპოსტეთ სადაც უნდა აშენდეს ტაძარი ბევრი ფიზიკურად იმუშავებს პირადად მეც უდიდესი მადლია
21:52 / 31-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ვახო...
უფალმა მოგიმართოთ ხელი და გაგაძლიეროთ!
17:29 / 28-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS