27 აგვისტო, 2018
"ჟიურის ყველაზე ამაზრზზენი წევრი ხარ" - ირაკლი მაქაცარიას გამო, ცნობილ ბალერინას ლანძღავენ
ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმ შოუს“ პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ავრცელებს. სწორედ ნოემ გამოაქვეყნა გუშინ ირაკლის პირველი გამოსვლა პროექტის გახსნაზე.

მის ფეისბუქმეგობრებს საშუალება ჰქონდათ პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი ირაკლის ცეკვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის წევრებმა საქებრი სიტყვები არ დაიშურეს ირაკლის მისამართით, ქულები არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა. „ჟიურის შუაში რომ ქალი ზის მაგან თვალი დაადგა მაქაცას და ამიტომ დაუწერა ექვსი ქულა“, - ეს ნოეს კომენტარი იყო ლაივის ბოლოს.

ირაკლი მაქაცარიამ პირველ ლაივზე
21 ქულა დააგროვა. ყველაზე დაბალი ქულა მას ცნობილმა უკრაინელმა პრიმა-ბალერინამ ეკატერინა კუხარმა დაუწერა.

მისმა კომენტარმა და გადაწყვეტილებამ უკრაინელი თაყვანისმცემლები გააღიზიანა და სოციალურ ქსელში ბალერინას ლანძღავენ.

"რა მოწიე კუხარ", "ის ამ სეზონის ვარსკვლავია", "ჟიურის ყველაზე ამაზრზზენი წევრი ხარ", "თუ ვინმე საძულველია ეს შენ ხარ კატერინა" - წერენ კომენტარებში და მაყურებლების უმეტესობა თვლის, რომ პროექტს წელს ირაკლი მაქაცარია მოიგებს. 


იხილეთ ირაკლის ცეკვა და ჟიურის შეფასება:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS