რეპერი მასტერის გულისტკივილი ქართველი გოგონების გამო უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება.
მწარე პირადი გამოცდილება არის ამის მიზეზი თუ ზოგადად ასეთი წარმოდგენა აქვს გოგონებზე, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხშირად წუწუნებს იმის გამო, რომ ახალგაზრდა გოგონები გაბოზდნენ და გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვია, სოციალურ ქსელში მან მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.
"გული მიკვდება რომ ვუყურებ ახალ თაობას, პირდაპირი გაგებით გვიბოზდებიან პატარა ულამაზესი გოგონები, საკუთარი კომფორტის შესაქმნელად არაბებში - დუბაიში რომ დაფრინავენ... უბრალოდ თქვენ ბევრმა არ იცით რეები ხდება და ამაზე
ინსტაგრამზე შედით და დაინახავთ... არაფერი იმალება ამ ქალაქში, ვინც გარკვეულ წრეში მოძრაობს ყველამ ვიცით ვინ რა სტავკას იღებს... ჯერ კიდევ 19-20 წლის გოგონები ...
გული მწყდება, ცუდად გავიგეთ თავისუფლების გემო, თითქმის აღარ დარჩა ლამაზი გოგო რომელმაც ყველა სხეულის ნაწილი არ დაანახა საზოგადოებას და ეს გრძელდება ყოველდღიურად, თვით რეკლამა 24 საათი და რათქმა უნდა ყველა ვისაც თამამი ფოტო უდევს სოციალურ ქსელში ამ საქმიანობით არაა დაკავებული, მაგრამ ძალიან ბევრი ბევრLikeიანი გოგონები (ბიჭები რომ მათზე ფიქრში ათენებენ და აღამებენ) სხეულით ვაჭრობს!!!" - წერს ახალგაზრდა რეპერი.
მასტერს თავისი პოსტების გამო, ხშირად უწოდებენ ბნელ გრუზინს, თუმცა მიმდევრებიც ჰყავს. მისი გამარტებით, “ბოზი” – საკუთარი კომფორტის გამო ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია“.
ახალგაზრდა რეპერი შეყვარებული მხოლოდ ერთხელ იყო და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს ეგონა „ის“ ის იყო, მაგრამ არ გაუმართლა.
ვუსურვებთ იპოვოს ნამდვილი სიყვარული და სხვისი ნაფერები ნუ იქნება მისი მომავალი რჩეული. ის ხომ ასეთ ქალს ეძებს?!