მომღერალი ბუბა კიკაბიძე რუსულ მედიასთან ვალერი მელაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. კიკაბიძის თქმით, მას მელაძესთან მოქალაქეობის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნავს, რომ მუსიკოსი ძალიან უყვარს და მოხარული იქნება, თუ სამშობლოში ხშირად შეხვდება.
„ვალერი მელაძე მაინც რუსეთში იცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს. რატომ სურს საქართველოს მოქალაქე იყოს, ეს თავად მას ჰკითხეთ“, - აღნიშნა კიკაბიძემ.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვალერი მელაძემ მოქალაქეობის თხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მელაძე რუსეთის
მოქალაქეობის შენარჩუნებასაც აპირებს.
განაგრძეთ კითხვა: