„მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონებს არ ეწინააღმდეგება“, - განუცხადა მელაძემ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას”.
მომღერალმა განმარტა, რომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არსებობდა.
„თუმცა, შემდეგ ეს საზღვრები გაჩნდა. ახლა კი მე მსურს, სულ მცირე ჩემთვის ეს საზღვრები კვლავ წავშალო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღებით