მათი 9 წლის ქალიშვილი ტატა რევიშვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტმა მთელი ქვეყანა შეძრა, პატარა ტატას გარდაცვალებამ გული ყველას დასწყვიტა. 9 წლის გოგონა შაბათს დაკრძალეს. სულ ცოტა ხნის წინ, ტატას დედამ, თიკომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მხარდაჭერისთვის ხალხს მადლობა უთხრა.
"ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკირი იყოს მეამაყება თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება რომ გყავს ისეთი შვილი რომელმაც
ტატაზე რა გითხრათ... ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა ის იყო ტატა რევიშვილი ის თვითონ ქმნიდა ამინდს მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა ალბათ იმიტომ რომ, მასთან ვერასდროს მოიწყენდი..
ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას...
დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის", - წერს ჩხეიძე.